მამუკა გიორგაძე: „საზოგადოება ფიქრობს, – აბა, პირველი ვინ „გაბოზდება“ და პარლამენტში ვინ შევაო?!“

იმას, რასაც 31 ოქტომბრიდან ვუყურებთ, „სახალხო პარტიისლიდერი, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის ბეგრაუნდი აქვს, ორბანაკიან დაპირისპირებას უწოდებს. მეტიც, მამუკა გიორგაძექრონიკა+“-სთან ამბობს, რომოცნებისმთავარი სპარინგ პარტნიორინაციონალური მოძრაობაადა, შესაბამისად, ვითარების განმუხტვა არც ერთ მხარეს აწყობს და არცმეორეს.

როგორ უნდა დავაღწიოთ თავი უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ კრიზისს და რატომ არ საუბრობენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ლუსტრაციის კანონის მიღებაზე? – ამ თემებზექრონიკა+“- მამუკა გიორგაძე ესაუბრება:

ბატონო მამუკა, იზიარებთ ზოგიერთის შეფასებას, რომ საქართველოს ჩრდილოეთკორეიზაცია ხდება?

– ჩვენს ქვეყანაში ის პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს. იმისთვის, რომ სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, ქვეყანას საყრდენი წერტილები, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები მოეშალოს. ამის გაკეთება კი იმით შეიძლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გარდა, ყველაფერზე ვილაპარაკოთ… ახლა ემოციური პოლიტიკური ჭიდილია, თუმცა, სინამდვილეში, ამ ჭიდილსა და ემოციურ დაპირისპირებაში  მრავალი თაობის მიერ ნაბრძოლი ქართული სახელმწიფო გვეცლება ხელიდან!

ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქართული სახელმწიფო შედგეს თუ ოპოზიციას?

– ამერიკული ფილმი „ნათლია“ გახსოვთ?

დიახ.

– ამ ფილმში ერთი ფრაზაა: „ის, ვინც ახლა მოვა და შერიგებისთვის შეხვედრას გთხოვს, მტერი და მოღალატეა!“

– „ნათლიაჩვენს რეალობასთან რა კავშირშია?

– ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც ქვეყანას ქაოსში ითრევს, არ უნდა, რომ ქართული სახელმწიფო აშენდეს. ყოველთვის და ყველაფერში მთავარი პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა, თუმცა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს, თუ „ღირსეული“ სპარინგ პარტნიორი არ ჰყავს. „ოცნებას“ სპარინგ პარტნიორობას კი „ნაციონალური მოძრაობა“ უწევს.

მომიტევეთ, მაგრამ ჩემდაუნებურად კობახიძის განცხადება გამახსენდა, ოპოზიციანაცმოძრაობისტყვეობაშიაო. მოკლედ, ამდენი ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული და  მაინცდამაინცნაციონალებზერატომ სვამთ მახვილს, ბატონო მამუკა? ისე, აღიარებთ, რომ არჩევნები გაყალბდა?

– რა თქმა უნდა. მეტიც,  არსებული პრაქტიკითა და კანონმდებლობით ჩვენთან ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია!

ოპოზიციის ცნობილი ოთხი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ საარჩევნო კანონმდებლობისა და ცესკო დაკომპლექტების წესის შეცვლაა. აბა, აქ სპარინგ პარტნიორობა სად ჩანს?

– ამ თემაზე მაშინ უნდა გვესაუბრა, სანამ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ ერთი წლის წინათ მთელი ემოციები არჩევნების შერეულიდან ნახევარდ პროპორციულ სისტემაზე იფრქვეოდა. მხოლოდ „სახალხო პარტია“ ამბობდა, ამ კანონით ნორმალური არჩევნების ჩატარება არ შეიძლებაო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა. ახლა ჩნდება კითხვა: საარჩევნო კოდექსში ხარვეზები რომ არსებობდა, ამ ხალხმა აქამდე არ იცოდა? ეს პრობლემები მანამდეც იყო და თარხნიშვილმა, გოგორიშვილმა თუ სხვებმა არ იცოდნენ? სხვათა შორის, თავის დროზე, არჩევნებს სწორედ ეს ადამიანები აყალბებდნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაფერი შეგნებულად ხდება, რათა ხალხის ყურადღება სხვა მიმართულებით გადავიდეს. გასაგებია, რომ ორივე მხარეს თავისი ნახევარსიმართლე აქვს, მაგრამ ამ დროს, ხედავთ, ჩვენ გარშემო რა პროცესებია?

რა?

– აგერ, 200 კილომეტრში ომი იყო – ყარაბაღს ვგულისხმობ. ამასთან, მთელი მსოფლიოს ყურადღება შავ ზღვაზეა კონცენტრირებული. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა და, საერთოდ, გლობალური იდეოლოგიური ის ჭიდილიც საინტერესოა, რაც მსოფლიოში მიდის. ჩვენ კი, ქვის ხანის ადამიანებივით, იმაზე ვმსჯელობთ, აქციაზე მიტანილი შეშა არის თუ არა დანაშაულის იარაღი? აი, სწორედ ამაში არიან თანამონაწილენი. არც ერთ მხარეს აწყობს და არც – მეორეს, რომ გლობალურ გამოწვევებსა და პანდემიაზე, სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებზე კონცეპტუალურად ისაუბროს.

გარეჯი და ჰერეთი გასაგებია, მაგრამ, მაგალითდ, ჰუჯაბის საკითხს საერთოდ არ აყენებენ. არადა, იქაც ზუსტად იგივე პრობლემაა, რაც გარეჯაში. ყველაფერ ამას ურჩევნიათ, იმაზე ილაპარაკონ, 9-წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის „გამკეთებლები“ ქვეყანას დღეს როგორ აფეთქებენ.

ბატონო მამუკა,  საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე ოპოზიციამ არჩევნების წინ შეგნებულად დახუჭა თვალი?

– დიახ, მე ასე მგონია. სხვათა შორის, ხელისუფლებამაც შეგნებულად დახუჭა თვალი.

რაზე?

– შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს მუხლი, რომლითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია.

_ თუ სააკაშვილზე საუბრობთ, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ მესამე პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაში არ იყო ჩართული და მედიით, უბრალოდ, საკუთარ მოსაზრებებს ახმოვანებდა

– არა, ბატონო, ასე არ ყოფილა. სააკაშვილი მხოლოდ თავისი პარტიის ღონისძიებებზე კი არ გამოდიოდა, არამედ, კლიპებშიც მონაწილეობდა, ანუ სააკაშვილიც ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც სხვა პარტიის თავმჯდომარეები აკეთებდნენ.

ბატონო მამუკა, სიტყვამ მოიტანა და, 2012 წელსაც აპროტესტებდით, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა?

– დიახ, ვაპროტესტებდი! საერთოდ, არ შეიძლება, ყველაფერი პიროვნებებზე იყოს აგებული, თუმცა ხელისუფლებამ მაშინაც გამოსავალი მოძებნა და თქვა, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათო. წეღანდელი თქმისა არ იყოს, არ შეიძლება, კანონმდებლობა პიროვნებებს მოვარგოთ, რადგან ერთი დანაშაული უფრო დიდი დანაშაულის წინაპირობა ხდება.

გეთანხმებით, თუმცა იგივე 2012 წელსნაცმოძრაობასარ უთქვამს, ვინაიდან ივანიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, „ოცნებასსაარჩევნო რეგისტრაცია უნდა გავუუქმოთო.

– აი, ნახეთ, რა ხდება.

რა?

– საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და პროფესიონალი ჟურნალისტი ხართ.

გმადლობთ, მაგრამ ეს პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან რა კავშირშია?

– ძალიან კარგად ხვდებით, რა პრობლემაზეც ვსაუბრობ, ანუ დეტალებზე გადავდივართ და ხელიდან ის მთავარი გვეცლება, რაც სახელმწიფოებრივ ცხოვრებას განსაზღვრავს! აქ შედარება არაა, „ოცნება“ სჯობს თუ „ნაცმოძრაობა“. რაღაც საკითხზე სიმართლეს, ბუნებრივია, ერთი მხარე ამბობს, რაღაც საკითხზე კი – მეორე. სხვათა შორის, დამპალი და ტირანული სისტემა იყო, მაგრამ რაღაც კარგი საბჭოთა კავშირშიც არსებობდა.

დიახ, საბჭოთა კავშირის დროს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადამიანები არ შიმშილობდნენ

– მოკლედ, მთავარი ისაა, რომ ხელოვნურ დაპირისპირებას ვხედავთ. აი, მაგალითად, ბოლო დროს გარკვეულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალიან რბილი საუბარი დაიწყეს, – „ოცნებასთან“ ხელშესახები წერტილები გამოჩნდაო. ამ დროს, „ოცნება“ გამოვარდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ჯგუფები „ნათელაშვილის ფანჩატურში“ მიბრუნებულიყვნენ. ანუ მმართველმა გუნდმა, იმის ნაცვალდ, რომ რაღაც დათმობაზე წასულიყო, ხისტი პოზიცია დაიკავა და სწორედ ამის გამო ქართული საზოგადოება ფიქრობს, – აბა, პირველი ვინ „გაბოზდება“ და პარლამენტში პირველი ვინ შევაო?

პირველიგაბოზებულიუკვე გამოჩნდა

– რომ არა „ოცნების“ ხისტი განცხადებები, პროცესი უფრო სხვანაირად წავიდოდა…

ვითარების ესკალაცია, კიდევ ერთხელ რომ მითხრათ, „ოცნებასან ოპოზიციას რატომ აწყობს და, საერთოდ, საითკენ მივდივართ?

– კვლავ ხელოვნურად დაპირისპირებულ ორპოლუსიან სამყარომდე მივდივართ. სანამ ასეთი სიტუაციაა, ბუნებრივია, საერთაშორისო პროექტებს ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა განახორციელებს და ვერც – რომელიმე ჩვენი მეგობარი.

ყველაფერ ამით, ქვეყანასთან ერთად, ხელისუფლებაც ხომ დაზარალდება და ოპოზიციაც, თუ ორივე ბანაკი ფულს მაინც იშოვის და  მათ ქვეყანა სულ ფეხზე ჰკიდია?

– დიახ, ასეა. ორივე მხარე თავისი მომხრეების მობილიზებას ახდენს, თან ორივე მხარე ფინანსურად უზრუნველყოფილია, რაც საარჩევნო კამპანიამაც დაადასტურა – ყველაზე დაქცეულმა პარტიამაც კი, რომელიც ამ თამაშში მონაწილეობს, დავთავლოთ, რა ფული დახარჯა. ამ საარჩევნო კამპანიას საკუთარი ჯიბიდან რომ არ აფინანსებენ, ფაქტია. სპონსორი ჰყავთ, რომელიც ფულს ამ ხელოვნურ დაძაბულობაში იხდის.

მაშასადამე, ამ ამღვრეულ წყალში  ოპოზიციაც იჭერს თევზს და – ხელისუფლებაც?

– დიახ და, საერთო ჯამში, რუსულ თამაშს ვღებულობთ, რადგან საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ რუსეთს არ აწყობს! კონფლიქტი იდეოლოგიური რომ იყოს, ეს ჯანსაღი დაპირისპირება იქნებოდა. შეიძლება, ამ შემთხვევაში ფორმები არ მოგვწონდეს, მაგრამ როცა საუბარი ქვეყნის უკეთ მოწყობაზეა, ასეთი დაპირისპირება ნორმალურია, თუმცა დღეს ჩვენთან პოლიტიკა იდეოლოგიური კი არა, პერსონიფიცირებულია, – ნიკიფორე არ გვინდა, იაკინთე გვინდაო.

ბატონო მამუკა, ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პოლიტიკურ თამაშებს არ ავყვეთ და მძიმე სოციალურეკონომიკურ კრიზისს ნაკლები დანაკარგით დავაღწიოთ თავი?

– სწორედ ამ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ მოედანზე სხვა, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი და თვითკმარი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ ორპოლუსიან სპექტაკლს ჩაშლიან.

სხვათა შორის, „ოცნება“, „შალიკოს ფანჩატურის“ გარდა, ოპოზიციად არავის აღიარებს და ამის შესახებ ღიადაც აცხადებს.

რად გინდათ, რომ ოპოზიციადოცნებამგაღიაროთ? გამოდით და რაც არ მოგწონთ, გააპროტესტეთ

– ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ საეთერო სივრცე, პრაქტიკულად, გადაკეტილი გვაქვს. სხვათა შორის, კვალიფიციურობა სახელმწიფომ ზოგიერთ ისეთ პარტიას მისცა, რომელსაც არ ეკუთვნოდა, „სახალხო პარტიას“ კი ამის საშუალება არ მოგვცეს. მათ ის ოპოზიცია აწყობთ, რომელიც ჰყავთ!

ამიტომ, როგორც გითხარით, ყველას ამოცანაა, რომ ჯანსაღი, დამოუკიდებელი და თვითკმარი პოლიტიკური ჯგუფები ამოქმედდნენ და სახელმწიფო თემების აქტუალიზაცია მოახერხონ. მე, როგორც პოლიტიკოსი, მომავალზე ვფიქრობ. მომავალი კი თვითმმართველობის არჩევნებია.

თუ საარჩევნო კოდექსი არ შეიცვლება, თვითმმართველობის არჩევნებზეც ხომ ანალოგიური შედეგი დადგება?

– აი, საქმეც სწორედ ეგ არის –  ელპიტეს წინააღმდეგ ან ნიკიფორეს დაცვაზე კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, არამედ კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად მაქსიმალურად  უნდა ვმობილიზდეთ. აი, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ იმაზე არავინ მსჯელობს, რეალური თვითმმართველობა როგორი უნდა იყოს. დღეს მთავარი პრობლემა, საარჩევნო კანონმდებლობასთან ერთად, სწორედ ესაა, თორემ ხვალ, როცა თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ისევ უაზრო დაპირისპირება დაიწყება!

და კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: 30 წელია, ლუსტრაციის კანონი ერთმა ხელისუფლებამაც კი არ მიიღო. ამასთან, 1990-დან 2020-მდე განვლილი  ვითარება პოლიტიკურად არ შეფასებულა.

იცით, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ რით ჰგვანან ერთმანეთს?

რით?

– ერთმანეთს რუსეთის აგენტურობას აბრალებენ და ხშირად სწორადაც, მაგრამ, ამის მიუხედავად, ლუსტრაციის კანონი არც ძველმა ხელისუფლებამ მიიღო და არც – ახალმა.

ბოლოს, მამუკა, ვადამდელი ან ხელახალი არჩევნები, თქვენი აზრით, ამ პოლიტიკურ დაძაბულობას განმუხტავს?

– ვადამდელი არჩევნები სიტუაციას მაშინ განმუხტავს, თუ მანამდე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოესწრება, მაგრამ თუ არჩევნები იგივე ამომრჩეველთა სიით, კანონმდებლობით ჩატარდება და მას ისევ ხელისუფლება ჩაატარებს, მაშინ ანალოგიურ შედეგს მივიღებთ, როგორიც 31 ოქტომბერს დადგა.

გიორგი აბაშიძე