გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა +“-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
73 წლის გუტა ვაშაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
გიორგი საკარული