“დაგვიჭირეთ ჩვენც!” – აქცია ბათუმის სამმართველოსთან
ამ წუთებში ბათუმის სამმართველოს შენობასთან მოძრაობა „ტალღის“ წევრები არიან შეკრებილები და დაკავებულების განთავისუფლებას მოითხოვენ.
„ქრონიკა+“-სთან მოძრაობა „ტალღის“ ხელძღვანელი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„მოგეხსენებათ, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებდა, რომელსაც შევურთდით ჩვენც – მოძრაობა „ტალღა“. აქციაზე დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. იგი მშვიდობიანად აკრავდა სტიკერებს. ჩემი აზრით, ხათუნა ბერიძის დაკავება იგივე ქმედებაა, რაც ბუშტების გამო დაკავებული ადამიანების მიმართ ჩაიდინეს. ჩვენ შევიკრიბეთ სამმართველოსთან და ვითხოვთ დაკავებულების განთავისუფლებას!“ – აცხადებს ლაშა კომახიძე.
ხვიჩა მამულაძე