ბათუმში ხათუნა ბერიძემ პოლიციელებს კვერცხები მიუტანა
ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერმა ხათუნა ბერიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიციელებს კვერცხები მიუტანა.
„არ გრცხვენიათ?! თბილისიდან ჩამოვიდნენ აქ და აჭარაში სიტუაციას ალაგებენ. სირცხვილი, თქვენ, პოლიციელებო! როცა სახლში კანფეტებს მიუტანთ ბავშვებს, იცოდეთ, რომ ის ქართველი ხალხის სისხლით არის მორწყული! იცოდეთ, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა და ამ ერთ პარტიას ემსახურებით თქვენ, ნაცვლად იმისა, ქართველ ხალხს ემსახურებოდეთ“, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.
შეგახსენებთ: ბათუმში დღეს საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს.
ხვიჩა მამულაძე