ვინ გახდება კახეთის გუბერნატორი?

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობა და  ის  უკვე საკანონმდებლო ორგანოშია.

ამ დროისათვის კახეთის რწმუნებულის თანამდებობას ქადაგიშვილის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი იკავებს და ის დღეს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელია.

პარლამენტის შეკრებისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ  ვის დაასახელებს პრემიერი რეგიონის ხელმძღვანელად და მის წარმომადგენლად ჯერ უცნობია, თუმცა როგორც „ქართული ოცნების“ შიდა კულუარებიდან ირკვევა, რეგიონის ხელმძღვანელის პოსტს ელოდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი: 2001-2003 წლებში საქართველოს ქონების მართვის მინისტრი; 1999 -2004 წლებში  საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი); საარჩევნო ბლოკ „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1993-1999 წლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი;

2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2016-2017 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2016 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2011-2016 წლებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

სოლომონ პავლიაშვილის გარდა ამავე პოსტზე აქტიურად განიხილება სხვა კანდიდატურებიც: კახეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და  ირაკლი ქადაგიშვილის კიდევ ერთი მოადგილე პლატონ კალმახელიძე.

პლატონ კალმახელიძე დაიბადა 1979 წლის პირველ იანვარს  ქალაქ  თელავში.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით;

2007 წლიდან მუშაობდა შპს „მობიტელის“ თელავის ფილიალის დირექტორად;

2003 წლიდან სხვადასხვა დროს იყო საქართველოს შეირაღებული ძალების სამედიცინო ინსტრუქტორი და შპს „ავერსი-ფარმას“ სამედიცინო წარმომადგენელი;

2014-2017 წლებში იყო თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი;

2020 წლის თებერვლიდან ის კახეთის გუბერნატორის მოადგილეა.

ირაკლი შიოშვილი, რომელიც დღეს, როგორც აღვნიშნეთ, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელია,  1982-1987 წლებში სწავლობდა  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ინჟინერი); 1992-1996 წლებში დაამთავრა   თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აღმაშენებელი“ (იურისტი); 1997-2001 წლებში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ინჟინერ-ტექნოლოგი); 1990-2002 წლებში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი); 2004 წელს მიიღო სამეცნიერო აკადემიური ხარისხი (ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი); 1992 წელს დაამთავრა აშშ ლოს-ანჯელესის ბიზნესცენტრი (საბანკო საქმის მენეჯერი); 2002 წელს აშშ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; 2007 წელს აშშ-ის ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი; 2009 წელს აშშ-ის მიჩიგანის შტატის საერთაშორისო ბიზნესაკადემია; 2009 წელს აშშ-ის სამხედრო საინჟინრო ასოციაციის წევრი;

2016 წლის 4 ნოემბრიდან არის  სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე; 2014-2016 წლებში შპს „მობიტელის“ („ბილაინი“) კახეთის რეგიონული ფილიალის დირექტორი; 2010-2013 წლებში სამთავრობათაშორისო საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური სააგენტო, პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2010 წლებში შპს „ქართული ლიმონათის“ გენერალური დირექტორი; 2007-2009 წლებში პირველი ციფრული მრავალარხიანი ტელევიზია „გლობალ თV-ის“გენერალური დირექტორი; 2000-2005 წლებში რუსეთის ფედერაცია, შპს „რუსსკაია უსადბა“ – რეგიონული დირექტორი; 1999-2000 წლებში სს „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“ – აღმასრულებელი დირექტორი; 1999-1999 წლებში სს „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“ – წარმოების დირექტორი; 1997-1999 წლებში რუსეთის ფედერაცია, ჰოლდინგი „სიფ-ტრეიდი“ – რეგიონული დირექტორი; 1995-1997 წლებში შპს „მადლი“ – გენერალური დირექტორი; 1993-1995 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინოვაციო ფონდთან არსებული ბანკი „ინოვაცია“ – მთავარი ექსპერტი; 1993 წელი, თავდაცვის სამინისტრო – საკომენდანტო 23-ე ბრიგადის ასეულის მეთაური; 1992 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები, კორპორაცია L&K – გაყიდვების მენეჯერი; 1991-1992 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, კომერციის სამსახურის უფროსი; 1987-1991 წლებში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული სპეციალური, საკონსტრუქტორო ბიურო „M-19“, ინჟინერ-კონსტრუქტორი.

ირაკლი შიოშვილი ასევე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; სამხედრო წოდებით – მაიორი.

2020 წლის საპარლამეტო არჩევნების დროს იყო ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თელავის მუნიციპალიტეტში.

ამ სამიდან რომელზე მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი პრემიერი, უახლოეს პერიოდში შევიტყობთ

მაკა მოსიაშვილი