ხათუნა სამნიძე: „თუ პარლამენტში არაა ბლოკი „ენმ-ძალა ერთობაშია“ იქ არ არის „რესპუბლიკური პარტია“

„ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები, ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ“,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს ღონისძიება გაეკეთებინათ და კიდევ ერთხელ სიმბოლურად დაედასტურებინათ საზოგადოებისთვის, რომ მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მზადაა უარი თქვას მანდატებზე. ჩვენი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მოვიპოვეთ მანდატი ბლოკით საარჩევნო პროცესებში ჩართვის შემდეგ. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ორი მანდატი ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, ამის გათვალისწინებით, თუ პარლამენტში არაა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იქ არ არის „რესპუბლიკური პარტია“.

ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები ჩვენ ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ. ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ არ მივიღებდით ღონისძიებაში მონაწილეობას და მათ პრობლემა არ ჰქონიათ, ჯერჯერობით რაც მოვისმინე, ხაბეიშვილს აქვს პრობლემა“, – განაცხადა სამნიძემ „tv პირველის” ეთერში.

                                                                                              გიორგი საკარული