8 დეკემბერს აჭარაში COVID-19-ის 339 შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში დღეს COVID-19-ის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  506 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში 982 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 45 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით 36 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის რეგიონში 1646 ადამიანია  კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში კი – 10 771 პირი.

ხვიჩა მამულაძე