COVİD-19-ით გარდაცვლილის დედა ბათუმის სამშობიარო სახლს ადანაშაულებს

აჭარაში COVID-19-ით გარდაცვლილი 31 წლის ქალის  დედა ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის მედიკოსებს ადანაშაულებს.

COVID-19-ით ინფიცირებულ ქალს საკეისრო კვეთა გეგმურად ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა,  25 ნოემბერს ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სუნთქვის უკმარისობით ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, რუსუდან კოკობინაძეს ფილტვის მწვავე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც საჭირო გახდა პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ოჯახი შესაბამისი სამსახურებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

ხვიჩა მამულაძე