ბრიფინგი აჭარის უსკოში
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საბოლოო შემაჯამებელი ოქმის სხდომას 8 წევრი ესწრებოდა. არ ესწრებოდა ორი ოპოზიციური პარტიის წევრი, ხოლო ერთი _ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც, თავმჯდომარის განმარტებით, კორონავირუს გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.
,,უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს (4 დეკემბერი) მიიღო 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. რაც შეეხება ოპოზიციას, მას განცხადებით არ მოუმართავს იმის თაობაზე, რომ უარს ამბობს უმაღლეს საბჭოში დეპუტატობაზე“,- განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.
ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობაა 186 883; პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაონამ“ 33%-ით და „ქართულმა ოცნებამ“ – 45% ით.
მანდატები გადანაწილდა შემდეგნაირად: 7 მანდატი – „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება – ერთიანი საქართველო“ -14 მანდატი.
შეგახსენებთ: უსკოს შენობასთან შსს-ს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.
ხვიჩა მამულაძე