რეიტინგების ომი _ რატომ დებს ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია განსხვავებულ ციფრებს?
არჩევნების მიჯნაზე „ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ ოთხი საერთაშორისო და ერთი ქართული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს, მათი მეთოდოლოგიის აღწერით. რა არის აქ ყველაზე საინტერესო? „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ არ ჩავთვლით, წარმოდგენილ კვლევებში პარტიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. არადა, დედაქალაქის მოსახლეობა გამოიკითხა და წესით და რიგით ასეთი აცდენები არ უნდა ყოფილიყო.
„ქრონიკა+“ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაუბრუნება ამ რეიტინგებს და შეადარებს, რომელმა მოხსნა „ჯეკპოტი“.
NDI-ს კვლევით , 42% არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს!
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ _ გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ „არც ერთი პარტია“; პირველ არჩევნად „ქართულ ოცნებას“ 27% ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ _ 12%. პასუხზე უარი თქვა 9%-მა.
კითხვაზე: „საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში რომელ პარტიას ან გაერთიანებას მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 27%-მა „არ იცის“, 24% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ _ 11%, „პატრიოტთა ალიანსს“ _ 3%, სხვას _ 8%, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა 14%-მა.
კითხვაზე: „რომელ პარტიას არასოდეს არ მისცემდით ხმას?“ პასუხები ასე გადანაწილდა: „არ ვიცი“ – 24%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 23%, „არ არსებობს ასეთ პარტია“ – 16%, „უარი პასუხზე“ – 11%, „ქართული ოცნება“ – 11%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 7%, „გირჩი“ – 3%, „სხვა“ – 6%.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მასში მონაწილეობას მიიღებდა 58%, 42% კი არ მიიღებდა მონაწილეობას.
NDI-ს საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ _ ხაზარაძე-ნათელაშვილის 1%-იანი ბარიერი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, თბილისში ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. რესპონდენტებმა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: „საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“ „რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?“ „დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობაც მოგწონთ“, „როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბოლო 4 წლის საქმიანობას?“ და „როგორ შეაფასებდით ოპოზიციური პარტიების საქმიანობას?“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სულ 478 მოქალაქე გამოიკითხა, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
- მიიღებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?
ა) დიახ _ 80.96%;
ბ) ჯერ არ გადამიწყვეტია _ 12.97%;
გ) არა _ 6.06%. - რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ _ 25.94%;
„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია _ ევროპული საქართველო“ _ 11.92%;
„გიორგი ვაშაძე _ სტრატეგია აღმაშენებელი“ _ 10.87%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ გაერთიანებული ოპოზიცია“ _ 9.83%;
„გირჩი“ _ 8.78%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ _ 6.06%;
„ლელო _ მამუკა ხაზარაძე“ _ 3.97%;
„დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა _ ქდმ“ _ 3.13%;
„შალვა ნათელაშვილი _ საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ _ 2.92%;
„ალეკო ელისაშვილი _ მოქალაქეები“ _ 2.09%;
„ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“ _ 0.83%;
არც ერთი _ 10.87%;
სხვა _ 2.71%. - დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობაც მოგწონთ?
- გიორგი გახარია _ 20.92%;
- კახა კალაძე _ 11.5%;
- თეა წულუკიანი _ 8.78%;
- გიორგი ვაშაძე _ 8.36%;
- ირაკლი ღარიბაშვილი _ 7.74%;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე _ 7.32%;
- ნიკა მელია _ 4.18%;
- გრიგოლ ვაშაძე _ 3.55%;
- ირმა ინაშვილი _ 3.13%;
- სალომე ზურაბიშვილი _ 2.09%;
- ალეკო ელისაშვილი _ 2.09%;
- მამუკა ხაზარაძე _ 1.88%;
- ანა დოლიძე _ 1.25%;
- დავით ბაქრაძე _ 1.25%;
- შალვა ნათელაშვილი – 1.04%;
- ნინო ბურჯანაძე _ 0.83%;
• არც ერთი _ 10.87%;
• სხვა _ 3.13% (დასახელდნენ: გიორგი ვოლსკი, კახი კახიშვილი, ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, ლევან სამუშია, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ბადრი ჯაფარიძე, დავით ჭიჭინაძე, ეკა ბესელია, ლევან ვასაძე, კახა ოქრიაშვილი); - როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბოლო 4 წლის საქმიანობას?
• უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად _ 38.2%;
• უარყოფითად _ 24.4%;
• უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად _ 19.45%;
• დადებითად _ 10.04%;
• თავი შეიკავა _ 7.74%; - როგორ შეაფასებდით ოპოზიციური პარტიების საქმიანობას?
• უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად _ 44.9%;
• უარყოფითად _ 20.5%;
• უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად _ 18.82%;
• დადებითად _ 11.92%;
• თავი შეიკავა _ 3.76%.
გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპარლამენტო არჩევნების პროცესში მათი მოლოდინების დადგენა. გამოკითხვა მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების და სადგურის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. სოციოლოგიური კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.
აღნიშნული ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2018 წელს გამოქვეყნდა „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.
IRI-ს კვლევა და „ევროპული საქართველოს“ დაბალი რეიტინგი
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, არჩევნების შემთხვევაში მოსახლეობის 33% მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აძლევს უპირატესობას.
ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მოსახლეობის 5%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველო“.
საზოგადოების პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 33%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%, „ევროპული საქართველო“ – 5%, „ახალი საქართველო“ – 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%; „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%, „ლელო საქართველოსთვის“ – 2%, „გირჩი“ – 2%, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%, „გამარჯვებული საქართველოსთვის“ – 1%, სხვა _ 1%, არც ერთი _ 1%, არ ვიცი _ 17%, უარი პასუხზე _ 11%.
IRI-ის კვლევითვე, გამოკითხულთა 29% არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი _ 25%.
გამოკითხვა კოორდინებული იყო დოქტორ რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „ Baltic Surveys/The Gallup Organization “-ის მიერ IRI-ის ცენტრის „ Center for Insights in Survey Research “ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.
გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 და უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. პასუხის კოეფიციენტი იყო 66 პროცენტი.
Edison Research-მა ყველაფერი ამოაყირავა
Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე „საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ შედეგები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ _ 39%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 16%, „ევროპული საქართველო“ _ 5%, ლეიბორისტული პარტია _ 3%, „ლელო“ _ 3%, „ახალი საქართველოსთვის“ _ 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ _ 3%, „გირჩი“ _ 2%, „მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი)“ _ 2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე)“ _ 1%, „გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი)“ _ 1%, „სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია)“ _ 1%, „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა)“ _ 1%. გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.
გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები პირადი ინტერვიუირების მეთოდით. შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 2 ათასი ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა). ცდომილება შეადგენს + – 2.1%-ს. გამოკითხვის დამკვეთია ტელეკომპანია „ფორმულა“.
საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ (შემდგომში – „ქო“) ლიდერების რეიტინგი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ასეთია:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია – 65% დადებითად აფასებს, 35% _ უარყოფითად;
თბილისის მერი, „ქოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე – 55% დადებითად, 45% _ უარყოფითად;
„ქოს“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი – 48% დადებითად, 52% _ უარყოფითად;
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 45% პოზიტიურად, 55% _ უარყოფითად;
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე – 37% პოზიტიურდ; 63% _ უარყოფითად;
„ქოს“ აღმასრულებელი მდივანი და „ქოს“ წინასაარჩევნო კამპანიის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე – 33% პოზიტიურად; 67% – ნეგატიურად.
IPSOS-ს რეიტინგი ალოკაციით და ალოკაციის გარეშე
ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა „მთავარი არხის“ დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე რიგით მესამე კვლევა ჩაატარა. კითხვა, – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
„ქართული ოცნება“ – 26.2%, „ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ – 17.8%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 5.3%, „ევროპული საქართველო“ – 5.1%, „ლელო“ – 2.7%, „გირჩი“ – 2.7%, „ლეიბორისტული პარტია“ – 2.1%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1.2%, „ერთიანი საქართველო“ – 0.7%, „მოქალაქეები“ – 0.5%, „სხვა პარტიები“ – 1.7%, არ ვიცი ან უარი პასუხზე – 34%.
იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით:
„ქართული ოცნება“ – 40.3 (+3.1)%, „ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ – 31.2 (+4.0)%, „ევროპული საქართველო“ – 6.8 (-3.8)%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 6.8 (+0.7)%, „ლელო“ – 4.5 (-1.8)%, „გირჩი“ – 3.4 (+1.5)%, „ლეიბორისტული პარტია“ – 2.6 (+0.5)%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1.5 (-0.6)%, „ერთიანი საქართველო“ – 1.2,(-0.6)%, „მოქალაქეები“ – 1.0 (-0.7)%, „სხვა პარტიები“ – 0.7 (-2.3)%.
„მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS-მა კვლევა 8-15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%.
თამარ როსტიაშვილი