„ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო.“

mtavari

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი სკანდალურ ჩანაწერებს ასაჯაროებს.  პირველ ჩანაწერში ერთმანეთს ესაუბრებიან ბელგიაში ემიგრაციაში მყოფი ყოფილი სამხედრო ჩინოსანი ვიქტორ ჭელიძე და მოსკოვში მცხოვრები ქართველი ზაზა გაბედავა. ჩანაწერის ფრაგმენტში, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება საუბარია იმაზე, რომ ციხის კადრების ერთ-ერთ ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში მყოფი ვლადიმერ ხომერიკი ფულს უგზავნიდა და ამ ფაქტის დამადასტურებელი ჩეკები, ასევე ბელგიაში ემიგრაციაში მყოფ იგორ გიორგაძის ყოფილ თანაშემწესთან მარინა ბარბაქაძესთან ინახება .

 

(ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას სატელეფონო საუბრის სტენოგრამა)

ვ.ჭ. მე მომისმინე. თქვენზე რომ გეუბნები, შენზე კი არ ვიძახი. იმ ხალხზე ვიძახი, ვისზეც წეღან ვლაპარაკობდით: ხომერიკზე მელაძეზე და მაგათზე.

ზ.გ. ხომერიკი რა ჩემი ძმაკაცი ნახე? ხომერიკი არის აგენტი, „ბლიაძ“. ხომერიკი აკეთებს კრემლის საქმეს, ის ძმაკაცი რომ ყავთ კიდევ აქ, სამცხე-ჯავახეთის ისა, პიდარასტი სომეხი.

ვ.ჭ. მაგას ვლაპარაკობ მეც, ვერ გამიგე სწორად.

ზ.გ. ხომერიკს „ვეჩერი“ ქონდა აქ ახლახანს. ზვიად გამსახურდიას დროშა და სურათი გავშალე, იცი? აი, გამოგიგზავნი ფოტოს თუ გინდა, გადაირია ხომერიკი, _ ეს რად გვინდაო? იქ იყვნენ დავითაია და სუყველა ჟურნალისტები. რომ იცოდე, ზაზა და სუყველა იქ იყო. ზაზასთან მეგობრობდა ლადო და ზაზა ხომერიკს „უდაკლადებდა“ ყველაფერს, რომ იცოდე.

ვ.ჭ. ვიცი, „ბრატ“, ზაზა და  „ჩერეზ“  ბლადაძე. ესენი, აბა, მე რას ვიძახი? აქ მარინა ბარბაქაძემ მითხრა, „ბრატ“, მაგას აქვს ის ჩეკები.

ზ.გ. ლადო ახლა პოლიტიკურად ბეცია, მაგან არ იცის პოლიტიკა, სიმონ. მაგი იყო ციხის თანამშრომელი და მორჩა.

ვ.ჭ. მე გეუბნები შენ, აი, ამ მარინა ბარბაქაძეს და დათო სილაგაძეს აქვთ ჩეკები, „ბრატ“. ესენი უგზავნიდნენ აქ, ერთი 15000 დოლარის, მეორე 25000, ხომერიკის გამოგზავნილი ფულები, „ბრატ“.

ზ.გ. სადა აქვს, ბიჭო, ხომერიკს ფული? ფული არა ისა…

ვ.ჭ. ამათ აქვთ მაგის ჩეკები, „ბრატ“.

ზ.გ. ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო. ხომერიკი მეტროთი დადის, მანეთი არა აქვს, ყლეამოგდებული დადის აქ.

ვ.ჭ. ებრალიძეა თუ ვინ არის, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, „ბრატ“. მე ხომ არ ვიცი, ვინ რა არის.

ორი სკანდალური ფარული ჩანაწერის სრული ვერსია, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან ვლადიმერ ხომერიკი და ზაზა გაბედავა „ქრონიკა +“-ის ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება.