91 წლის ასაკში მხატვარი გივი კასრაძე გარდაიცვალა
91 წლის ასაკში მხატვარი გივი კასრაძე გარდაიცვალა.
გივი კასრაძემ ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა, იგი ქართული ანიმაციური ფილმებისთვის ხატავდა და ყველა ბავშვისათვის საყვარელი არაერთი ანიმაციური პერსონაჟი შექმნა. იყო რეჟისორი ანიმაციური ფილმის: „კომბლე“, ასევე დამდგმელი მხატვარი ანიმაციური ფილმის: „ნიკო და სიკო“, ფილმის: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა.
გივი კასრაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
გიორგი საკარული