25 იანვარს, 18:00 საათზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა მწვანეები:

“უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს.

საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს კერძო ავტომობილი, რაც ეს ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00 ზე გამოკეტილი ადამიანები, რომელბიც ეკონომიკურადაც უფრო ღარიბდებიან ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!

მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი საკარული