24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება
შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვა რთული იქნება:
„შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ რადგან ვხედავთ, რომ იქ, სამწუხაროდ, ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვის ყველა წესი, ბაზრობების მუშაობას ვერ დავუშვებთ და მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმით ვაჭრობისა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
2 დღეში დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ნენე ინჯგია