2016 წლიდან რუსული არმია მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს

sas

რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის გენერალ პოლკოვნიკის ვიქტორ ბონდარევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალები, მომავალი წლიდან შეიარაღებაში მეხუთე თაობის Т-50 (ПАК ФА) კლაისის ავიაგამანადგურებლებს მიიღებენ. ,,ამჟამად შეიარაღებაში 4+1 ტიპის სხვადასხვა სახის ავიაგამანადგურებლებს ვაწვდით, ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ ავიაპარკს. მომავალი წლიდან კი ფორმატი შეიცვლება და რუსული არმია Т-50 (ПАК ФА) კლაისის მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლებით აღიჭურვება, რომელიც ამერიკულ F-22-ბს არაფრით ჩამოუვარდება და ბევრ კომპონენტში ჯობნის კიდეც“ – განუცხადა ბონდარევმა საგენტო INTERFAX.RU-ს. მისი თქმით ამჟამად რუსული არმია Су-30СМ, Су-35С, Су-25, კლასის მოდერნიზებულ საჰაერო სწრაფმფრენებს და საფრონტო გამანადგურებლებს მასიურად იღებს.