2015 წელს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი 584.2 მილიადრი დოლარი იქნება

ფ4

ამერიკის კონგრესის წარმოამდგენლობითმა პალატამ 2015 წლის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა და ეს ციფრი 584,2$ მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა. კონგრესმა კანონპროექტი 300-ი ხმა -119-ის წინააღდეგ მიიღო. აღნიშნული ბიუჯეტი საზღვარგარეთ წარმოებული სამხედრო ოპერაციების დაფინანსებას 64$ მილიადრი დოლარით განსაზღვრავს. ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღდეგ საბრძოლველად შტატები 2015 წელს 5$ მილიარდს დახარჯავს. რესპუბლიკელებმა გუანტანამოს ციხის დახურვის შემდეგ, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ამერიკის ტერიტორიაზე გადაყავანას უარით უპასუხეს და მათი თქმით ბიუჯეტისთვის უმჯობესი იქნება ტერორისტები მოკავშირე ქვეყნების ციხეებში მოათავსონ. მომავალ კვირაში, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს მხარს სავარაუდოდ სენატიც დაუჭერს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.