2014 წელს მსოფლიო მასშტაბით 66 ჟურნალისტი დაიღუპა

გ4

უფლება დამცველი ორგანიზაციის ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა 66-მდე ,ხოლო ჟურნალისტების გატაცების შემთვევები 35%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ერაყი და სირია ჟურნალისტებისათვის სამუშაოდ ყველაზე რთულ რეგიონებად ითვლება. შავ სიაში საპატიო ადგილი უკრაინამაც დაიკავა, სადაც ქვეყანაში დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დღიდან, უკანასკნელ პერიოდამდე, მსოფლიო მასმედიამ ხუთი თანამშრომელი დაკარგა. ინფორმაციას სააგენტო ,,Agence France-Presse“-ი ავრცელებს.