ჯოშ ერნესტი: „თეთრი სახლი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის“

5556666666

თეთრი სახლი უკრაინისათვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. როგორც სააგენტო ,,ТАСС“-ი იუწყება აღნიშნული განცხადება ,ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პრეს სპიკერმა ჯოშ ერნესტმა, ტელეკანალ CNN -თან ინტერვიუს დროს გააკეთა. ,,ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისათვის სამხედრო დახმარება მხოლოდ კონფლიქტის გაღრმავებას გამოიწვევს. საკმარისზე მეტი სისიხლი დაიღვარა და დროა ეს დაპირისპირება შეჩერდეს. ეს ობამას პოზიციაა და შტატები შეეცდება მაქსიმუმი გაიღოს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ – აცხადებს ჯოშ ერნესტი.