ჯაფარიძე ვაშაძეზე – „ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი“
“არ ვიცი, რამდენად შეიტანს დისონანსს, ერთი რაშიც ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით”, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვასაძის პარტიიდან წასვლას.
ჯაფარიძის თქმით, რაც მოხდა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული ამბავია.
„სხვა არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული ამბავია და ხდება ეგეთი რაღაცები. მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ…“, – აცხადებს ჯაფარიძე.
ნენე ინჯგია