ჯამბულ მელაძე: „ექიმები ნამდვილი გმირები არიან!“
ჯამბულ მელაძე ბათუმელი რიგითი მოქალაქეა. მას კორონა რამდენიმე დღის წინათ დაუდასტურდა, მაგრამ ექიმების მეშვეობით ვირუსი უკვე დაამარცხა.
„ქრონოკა+“ ჯამბულ მელაძეს ესაუბრა. როგორც მან ჩვენს გამოცემას უთხრა, აჭარაში მედპერსონალი განსაკუთრებულია, პაციენტის კეთილდღეობისთვის თავს წირავს და მაქსიმუმს აკეთებს, რომ ინფიცირებულმა კოვიდვირუსი მარტივად დაამარცხოს.
„არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დღეს ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და მასზე ზრუნვა.
პანდემია მეც შემეხო – რამდენიმე დღის წინათ კოვიდ-19 დამიდასტურდა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, სახლის პირობებში მკურნალობა ვერ მოხერხდა, რის გამოც ბათუმის „ბიემსის“ კლინიკაში გადამიყვანეს სამკურნალოდ.
„ბიემსიში“ რამდენიმე დღე გავატარე. ვხედავდი, თუ რამდენად დასაფასებელია ექიმების ზრუნვა და ყურადღება ჩვენდამი. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი „ბიემსის“ მედპერსონალისგან, რის გამოც ქედს ვიხრი თითოეულის წინაშე.
ისინი ნამდვილი გმირები არიან და მადლობა მათ ამ თავგანწირვისთვის!“ – აცხადებს ჯამბულ მელაძე.
ხვიჩა მამულაძე