ხელისუფლებამ ფერგიუსონში არეულობების გამო ცენტრალური აეროპორტი დაკეტა

6

ამერიკის ქალაქ ფერგიუსონში მასობრივი არეულობების გამო, ხელისუფლებამ ადგილობრივი აეროპორტის სენტ-ლაუსის დახურვის გადაწვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით ქალაქის სასამართლომ, 18 წლის შავკანიანი მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, თეთრკანიანი პოლიციელი დარენ უილსონი გაამართლა, რასაც ქალაქში მასობრივი არეულობები და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. დღეს დილით ქალაქ ფეგიუსონში საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსახლეობას სოლიდარობა ნიუ-იორკმაც გამოუცხადა. მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში, თეთრკანიანმა პოლიციელმა დარენ უილსონმა ცეცხლსასროლი იარაღით, 18 წლის შავკანიანი მოზარდი მაიკლ ბრაუნი მოკლა. თვითმხილველთა და მოწმეთა მტკიცებით, დაღუპულმა მოზარდმა პოლიციელის ბრძანება შეასრულა და ხელები მაღლა ასწია. ამისდა მიუხედავად პოლიციელმა ,,მსხვერპლის” მისამართით რამოდენიმეჯერ შეგნებულად გაისროლა. ინფორმაციას ტელეარხი ,,CNN”-ი ავრცელებს.