შტატები შოუგუს ირანში ვიზიტით აღშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, არმიის გენერლის, სერგეი შოუგუს თეირანში ოფიციალური ვიზიტის დეტალებს სწავლობს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელზე დაყრდნობით, სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. ,,ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაციამ, შოუგუს მეთაურობით, ირანის პოლიტიკურ წრეებთან რამოდენიმე სერიოზული შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემა, ორ ქვეყანას შორის, სამხედრო თანამშრომლობის დეტალების განხილვა წარმოადგენდა. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ვაშინგტონი ირანისათვის, რუსული ანტისარაკეტო სისტემების( С-300) მიწოდებაზე კატეგორიული წინააღდეგია“ – აცხადებს ინკოგნიტო რესპოდენტი. მიმდინარე წლის 20 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციამ და თეირანმა, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ,,ორ ქვეყანას შორის შეიქმნა თეორიული ბზა, რომელიც ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზეა გათვლილი. ,,ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთ ირანის საზღვაო პორტებში, სულ უფრო ხშირად გამოჩნდება რუსული და ირანული სამხედრო ხომალდები“ – განაცხადა შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, თეირანში 19 იანვარს ჩავიდა. ირანელს სამხედრო სპეციალისტებთან შეხვედრების შედეგ გაირკვა, რომ ირანული მხარე ისევაა დაინტერესებული რუსული წარმოების ანტისარაკეტო სისტემების (С-300) შესაძენით. თუმცა, როგორც გაირკვა, ირანი არც უფრო თანამედროვე რუსულ იარაღზე აპირებს უარის თქმას.