შაკირა და პიკე მშობლები მეორედ გახდნენ

pik

მომღერალი შაკირა და საფეხბურთი კლუბ ,,ბარსელონას“ დაცვის ხაზის მოთამაშე ჟერარ პიკე მშობლები მეორედ გახდენენ. ბედნიერ წყვილს მეორე ვაჟი შეეძნიათ. წერს ,,El Mundo“. სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ბავშვი ხუთშაბათს, გვიან ღამით დაიბადა. მშობლებს ჯერჯერობით ახალშობილისათვის დარქმეული სახელი არ გაუსაჯაროებიათ. ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სამშობიარო სახლში, შაკირამ მთელი სართული დაიქირავა, მომღერლის განცხადებით ,,მინდა რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს და უბრალოდ არასასურველ თვალს მოვერიდო“ – აცხადებდა მშობიარობამდე შოუბიზნესის ვარსკვლავი. ბედნიერი წყვილი შვილის აღზრდას მილანში აპირებს, მათი თქმით ისინი შეეცდებიან ახალშობილმა შვიდი უცხო ენა შეისწავლოს. ბავშვებისათვის მშობლიურ ენად ესპანური ითვლება.