„ქართულმა ოცნებამ“ გახარიაზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო

მმართველ პარტიაში დღემდე ვერ მოუნელებიათ გიორგი გახარიას რევანში, არადა პარტიის ლიდერები ერთხმად ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას. როგორც „ქრონიკა+“-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, ყოფილ პრემიერზე კომპრომატების მოძიების განკარგულება გაიცა. „ოცნებაში“ შიშობენ რომ გახარია აუცილებლად შეეცდება პოლიტიკაში დაბრუნებას და მის გასაშავებლად წინასწარ იჭერენ თადარიგს.

„ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ კომპრომატებს არ სჯერდებიან და გახარიას ჭორებსაც უვრცელებენ. პარტიის აქტივისტებს დაავალეს თქვან, რომ გახარია პოსტიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წავიდა. მას სუსმა 2018 წელსაც გაუვრცელა ჭორი, როცა ის შს მინისტრი იყო ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ის მაღალი რანგის სასულიერო პირებზე კომპრომატებს აგროვებდა და მათ დაშანტაჟებას აპირებდა. ეს ჭორი უშუალოდ სუსის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის დავალებით ვრცელდებოდა.

შორენა მარსაგიშვილი