ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჩერნიგოვში „კოლეგებმა“ სასტიკად სცემეს

qurr

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, რამოდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩერნიგოვის, უკანონო არალეგალთათვის განკუთვნილ „სპეც პრიომნიკში“ სადაც ოთხი ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ საკუთარი იმპერიის კდელებს ამაგრებს, ასევე ,,კანონიერი ქურდი“ (შიეძლება უკვე ყოფილი) ჯიმშერ გუგავა ,,კოლეგებმა რეშენიის“ გამოტანის შემდეგ სასტიკად სცემეს. ჯიმშერ გუგავა, კრიმინალურ წრეებში იგივეა როგორც ჯიმშერი, ერთი კვირის წინ, კიევის მილიციის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და ქალაქის რაიონულმა სასამართლომ მას ხუთი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოულოდნელად დაკავებული ,,ზაკონნიკი“ ჩერნიგოვის წინასწარი დაკავების იზოლიატორში გადაიყვანეს, სადაც მას არასტუმრად განწყობილი ,,კრიმინალური გენერლების“ კომპანია დახვდა. 51 წლის ჯიმშერ გუგავამ, ცხოვრების ნახევარი გისოსებს მიღმა გაატარა, მაგრამ ,,ქურდული სტაჟის“ მიუხედავად, ოთხმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ჯიმშერი სასტიკად სცემა. ჯიმშერმა ,,ქურდული კარიერა“ ჩერნიგოვში დაასრულა. როგორც ცნობილი გახდა კუშმურუნსკის კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ, ჯიმშერ ,,ბატონს“ ,,მენტებმა“ სკანდალური ვიდეო გაუვრცელეს, თუმცა მან უარყო ვიდეო ფირის ათვენტურობა და თურქეთში შეკრებილმა კოლეგებმა ეს თემა ამოწურეს, მაგრამ როგორც სჩანს აწ უკე ყოფილი ,,ზაკონნიკის ქურდული ცხოვრების“ ამსახვერი ვიდეო მასალა ისევ აქტუალური გახდა. თურმე ,,ქურდული კანონების“  მიხედვით, იმ შემთხევაში თუკი, სკანდალურ ვიდეო მასალას, (რომელიმე ავტორიტეტზე) ,,ძაღლები“ავრცელებენ, სკანდალური ფირი ,,მტკიცებულებად“ მანამდე არ ითვლება, სანამ ვიდეო ფირზე აღბეჭდილი პირი არ აღიარებს ფირის სინამდვილეს, ასე რომ ,,სხოდკას“ სკნადალური ფირების გატარების უფლებაც ჰქონია, ნუ ალბათ გამონაკლისების შემთხვევაში. ასეა თუ ისე, ჩერნიგოვის ,,ქურდული ციხის“ ბინადრებმა პოლიკარტემ, კუწუმ, რამაზმა და გუგამ ქურდული ,,კინოხელოვნების ქმნილება“,,შედევრად“ აღიარეს და ჯიმშერ გუგავას ,,მსახიობის“ როლის მორგება დიდ სცენაზე ურჩიეს. როგორც ინტერნეტგვერდი «Прайм Крайм»-ი გვამცნობს,  ჯიმშერ ,,ბატონის“ მომავალ კარიერას ფართოდ და ექსკლუზიურად გააშუქებს.