ქალაქ ლვოვის მერის სახლს ყუმბარმტყორცნი ესროლეს

6

პარასკევს, 26 დეკემბერს, გვიან ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა  პირებმა ქალაქ ლვოვის მერის ანდრეი სადოვოის საცხოვრებელ სახლს ყუმბარმტყორცნი ესროლეს. ინფორმაციას ქალაქ ლვოვის შინაგანი უწყების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე სვეტლანა დობროვოლსკაიაზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. მისი თქმით ,,ინციდენტი გვიან, საღამოს ადგილობრივი დროით 22სთ-45წთ-ზე მოხდა. საცხოვრებელი სახლის მიმართულებით სროლას, დაუდგენელი პირები ყუმბარმტყორცნიდან ახორციელებდნენ. მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა და საქმე გამოსაძიებლად, უშიშროების სამსახურს გადაეგზავნა. საბედნიეროდ თავდასხმის მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა  და შესაბამისად არც არავინ დაზარალებულა“ – აცხადებს ქალბქტონი დობროვოლსკაია. აღსაღნიშნავია ,რომ პირველად მიმდინარე წლის 26 ივლისს, ისევ დაუდგენელმა პირებმა ქალაქის მერის საცხოვრებელ სახლს ეგრეთწოდებული ,,მუხა“ ესროლეს. ანდრეი სადოვოი ოჯახთან ერთად კარპატებში ისვენებდა.