ფლანგვის დეტექტორი: „მერიამ საახალწლო კონცერტებისთვის 2.7 მლნ.-ის ტენდერები გამოაცხადა“
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, მერია 100 000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფოიერვერკების შესასყიდად და 216 000 ლარს – კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მთავარი საახალწლო ნაძვის ხის გაფორმებაში, ტოტებისა და წიწვების გადაკეთებაში წელს 195 800 ლარი დახარჯა.
ნენე ინჯგია