ფილიპ ბრიდლავი: „ყირიმის ძალისმიერი მეთოდით უკან დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელია“
ნატოს ძალების გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, კიევში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებისათვის გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული სამხედრო კონტინგენტის საგრძნობლად გაძლიერება შავი ზღვის აკვატორიაში ძალთა თანაფარდობას დაარღვევეს და რეგიონს საფრთხეს შეუქმნის. ,,მე სამუშაო ვიზიტით ჩამოვედი, შევხვდი ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და სამკაოდ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ყირიმში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზეც. რუსეთის ფედერაციამ ყირიმის მილიტარიზაცია დაიწყო, ეს საფრთხეს უქმნის არამარტო უკრაინას, არამედ მთელს რეგიონს. ალიანსი უკრაინასთან კონსულტაციებს გააგრძელებს, ვგეგმავთ რამოდენიმე პროექტის რეალიზებას, თუმცა არავის თავში აზრადაც არ უნდა მოუვიდეს ყირიმის ნახევარკუნძულის ძალისმიერი მეთოდებით უკან დაბრუნება. ეს ფაქტობრივად შეუძლებელია და არაეფექტური“ განაცხადა ბრიდლავმა. რუსეთის ფედერციის თავდაცვის უწყება, ნახევრაკუნძულზე 50 000 სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი. აღსაღნიშნავია, რომ სამხედრო სახმელეთო ძალების გარდა რუსული არმიის რიგებს 45 საბრძოლო ხომალდი დაიცავს.