ფეხბურთის „მეფე“ შესაძლოა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის

3

ლეგენდალური ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, ალბერტ აინშტეინის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, იუწყება გამომცემლობა The Daily Mail-ი. მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ფეხბურთის ,,მეფე“ აღნიშნულ კლინიკაში შარდსასქესო ორგანოების ანთების დიაგნოზით მოათავსეს. კლინიკის ექიმები იმედს გამოთქვამდნენ, რომ 74 წლის ბრაზილიელი „ლეგენდა“  ჩვეულებისამებრ სიბერის სინდრომით იყო შეპყრობილი და საგანგაშო მიზეზი არ არსებობმდა, თუმცა გასული დღე ღამის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა და ექიმთა კოლეგიამ პელეს რეანიმციაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღსაღნიშნავია, რომ ალბერტ აინშტეინის კლინიკას, ლეგენდალურმა ფეხბურთელმა ნოემბრის თვეში მეორედ მიმართა. 13 ნოემბერს მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა (თირკემელებში კენჭების დიდი რაოდენობა), ხოლო 2012 წელს კლინიკის ტრამვატოლოგიური განყოფილების მედპერსონალმა ბრაზილიელ ვეტერანს მუხლის ძვლის გადანერგვა გაუკეთა.