უჩა მამაცაშვილის ქონების ანატომიიდან _ „რაც არ უნდა მოხდეს“

დღეს გადავწყვიტე, მოგიყვეთ კომპანიაზე, რომელსაც ძალიან უცნაური სახელი აქვს.
კრეატივიც არის და კრეატივიც…
ქართულ-ჯიგრულიც გაგვიგია…
დაგინებაც…
მაგრამ უცებ წარმოიდგინეთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კომპანია, რომელსაც სანაძლეოსავით სახელი ჰქვია და იგი საკმაოდ სოლიდურ გადარიცხვებს აწარმოებს _ სად? როგორ? ვისთან? რანაირად?.. ამას ეტაპობრივად შევისწავლით და გაგაცნობთ…
დღეს კი…

ღიმილის გარეშე ამის წაკითხვას მკითხველი ვერ შეძლებს.
სულ რაღაც 4 წლის წინათ, 2016 წლის 16 ოქტომბერს, ექვსმა ბიჭმა დააარსა კომპანია: „რაც არ უნდა მოხდეს“.
ღიმილის მომგვრელი სახელწოდების გარდა კომპანიას სხვა საინტერესო ამბებიც ახლავს თან:
კომპანიის დამფუძნებელი #1 _ ზურაბ ბაჩიაშვილი, წარმოშობით თელაველი 46%-იანი წილის მეპატრონეა;
კომპანიის დამფუძნებელი #2 _ ჩვენი უჩა მამაცაშვილის ცოლისძმა კოკა კოკოლაშვილი, რომელსაც კომპანიის 20%-იანი წილი აქვს;
დანარჩენი დამფუძნებლები:
გიორგი ბურჭულაძე _ 8.5%;
ვახტანგ ვახტანგიშვილი _ 8.5%;
ირაკლი თევზაძე _ 8.5%;
ლევან ლეფსვერიძე _ 8.5%.
ერთი შეხედვით, „რაც არ უნდა მოხდეს“ რისი გამკეთებელია, არ ვიცით. კომპანიის საქმიანობა არ ჩანს.
დასაწყისისთვის კომპანიის დირექტორია მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ბაჩიაშვილი.
დაფუძნებიდან ორი წლის შემდეგ, 2018 წელს, კომპანიის მეპატრონეები იცვლებიან.
პროცენტულობა თანაბრად (25%) ნაწილდება მეპატრონეებზე. სიიდან ქრება ჩვენი უჩა მამაცაშვილის ცოლისძმა კოკა კოკოლაშვილი და თავად ყველაზე დიდი წილის მეპატრონე და კომპანიის დირექტორი ბაჩიაშვილიც.
კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს გიორგი ბურჭულაძის სახით. შესაბამისად, სურათი ასე გამოიყურება:
გიორგი ბურჭულაძე _ 25%;
ვახტანგ ვახტანგიშვილი _ 25%;
ირაკლი თევზაძე _ 25%;
ლევან ლეფსვერიძე _ 25%.
ამავე პერიოდში იცვლება კომპანიის ელექტრონული მისამართი და ნაცვლად წინა [email protected] -ისა, ჩნდება ახალი ელექტრონული მისამართი: [email protected] . ჩვენ ვნახეთ მისამართი leavingstone.com , სადაც გაურკვეველი საიტი ვერაფერს გვეუბნებოდა კომპანიის მიზნებისა და ამოცანების, მუშაობის შესახებ.
თუმცა სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კომპანია „რაც არ უნდა მოხდეს“ კვლავ ცვლილებებს არეგისტრირებს და კომპანიას დღევანდელი სურათით უბრუნდება ჩვენი უჩა მამაცაშვილის ცოლისძმა, „ქართული ოცნების“ შემომწირველი კოკა კოკოლაშვილი. უბრუნდება კომპანიიდან წასული დირექტორი და მთავარი მოწილე ზურაბ ბაჩიაშვილიც.
დღევანდელი სურათი კი ასეთია:
კომპანიას დირექტორად კვლავ ჰყავს ზურაბ ბაჩიაშვილი;
მეწილეები კი ასე გამოიყურებიან:
კოკა კოკოლაშვილი _ 20%;
გიორგი ბურჭულაძე _ 8.5%;
ვახტანგ ვახტანგიშვილი _ 8.5%;
ირაკლი თევზაძე _ 8.5%;
ლევან ლეფსვერიძე _ 8.5%;
შპს „ალიზი“ _ 46%.
კომპანიაში 20%-ით დაბრუნებულ კოკა კოკოლაშვილთან ერთად გამოჩნდა კომპანია „ალიზიც“, რომლის ერთადერთი 100-%-იანი წილის მეპატრონე ამავე კომპანიის დირექტორი ბაჩიაშვილია. ანუ კომპანია „რაც არ უნდა მოხდეს“ მეწილეა სამშენებლო კომპანია შპს „ალიზი“, რომელიც ბაკურიანში აშენებს მრავალსაცხოვრებლიან ბინებს, ასევე აქვს ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სამშენებლო ინვენტარიც.
2019 წლიდან „რაც არ უნდა მოხდეს“ ელექტრონულ ფოსტას იცვლის და კვლავ საკონტაქტოდ ზურაბ ბაჩიაშვილის პირადი მეილი გვაქვს.
კომპანია „ალიზის“ ელექტრონული ფოსტა კი კომპანიის ვებგვერდის მიხედვით სათაურდება ასე: [email protected] .
თუ ინტერნეტში დავძებნით (ალიზი.გე), კომპანია გვეუბნება, ვინ არის და რას საქმიანობს იგი.
ისევ რომ დავუბრუნდეთ „რაც არ უნდა მოხდეს“.
კომპანია მხოლოდ ფურცელზე არ არსებობს, მას ქონებაც აქვს. „რაც არ უნდა მოხდეს“ თბილისში, ლისზე, დღეისთვის 18 691.00 კვ. მ.-ს ფლობს. კომპანიას ქონება თბილისის მერიამ 2016 წელს მიჰყიდა.

ეს ის ინფორმაციაა, რაც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, ახლა კი რას გვიყვება წყარო:
_ კოკა კოკოლაშვილს სამშენებლო ბიზნესში ღიად გამოჩენაზე უარს ეუბნება მისი სიძე მამაცაშვილი. თუმცა ბაკურიანში უჩა მამაცაშვილის გაჩაღებულ სამშენებლო ბიზნესს სწორედ ის კურირებს. კომპანია „რაც არ უნდა მოხდეს“ ერთ-ერთი ფულის გამტარი და გამთეთრებელი კომპანიაა, სადაც სამშენებლო ბიზნესი, უხეშად რომ ვთქვათ, თეთრდება. კოკა კოკოლაშვილს წილი აქვს ასევე სწორედ შპს „ალიზშიც“. რთულია მათი კავშირების მოძებნა.
_ დოკუმენტები ბევრ რამეს ვერ ადასტურებს.
_ მართალია, ვერ ადასტურებს, იმიტომ რომ დოკუმენტები საჯაროდ არ ჩანს. მამაცაშვილის ცოლისძმაზე დაქვემდებარებული კომპანიების წილები მხოლოდ ნოტარიუსთან დამოწმებულ ფურცლებზეა. თუ ოდესმე ვინმე რამეს მოედავება, მათ ნოტარიულად აქვთ გაფორმებული ვალდებულებები კოკოლაშვილთან.
_ ვის?
_ კომპანიებს, რომელთა ღია მეპატრონეებად სხვები ჩანან, მაგრამ სიანმდვილეში ყველას უკან უჩა დგას. მთავარი აქ სხვა რამეა _ როდის მოიწადინებს ბიძინა ივანიშვილი თავისი საყვარელი დეიდაშვილის ქონების აღრიცხვასა და დათვლას?
_ ე. ი. სინამდვილეში ვისია ეს კომპანია?
_ „რაც არ უნდა მოხდეს“ არის უჩა მამაცაშვილის, ისევე როგორც ყველაფერი ის, რასაც მისი ცოლისძმა ფლობს. თავად კოკოლაშვილი ცხოვრობს დედაქალაქიდან მოშორებით, რუსთავში. თუმცა უჩას ცოლისძმის უკან მხოლოდ „რაც არ უნდა მოხდეს“ არ ჩანს. ის იყო, მაგალითად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი; იყო შპს „ნოვუს დეველოპმენტის“ დირექტორი; არის პარტნიორი ჯგუფ „ბაფის“ _ ყოფილი ბუღალტრული აღრიცხვიანობის ფორმირებისთვის.
კიდევ ბევრგან ვნახავთ კოკოლაშვილის გვარს…

P. S. „ქრონიკა+“ აგრძელებს ძიებას, თუ სად და ვისი მეშვეობით ჩნდება მამაცაშვილის ქონება 2012 წლიდან?

მაკა მოსიაშვილი