უკრაინის სახელმწიფო ვალმა ერთი ტრილიონი შეადგინა
უკრაინის სახელმწიფო ვალმა საერთო ჯამში ერთი ტრილიონი გრივნი (69 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო ,,УНИАН“-ი ავრცელებს. ზუსტი მონაცემებით, ქვეყნის შიგა ვალი 10 მილიარდი დოლარია, ხოლო დანარჩენ თანხას კი საგარეო დავალიანება წარმოადგენს. პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით ,,დონბასში კონფლიქტის შედეგად ქვეყანამ შემოსავლების 20%-ი დაკარგა. რაც ყველაზე მომაკვდინებელია ჩვენი ქვეყნის ხაზინისათვის. მინდა ავღნიშნო, რომ დონბასში საომარი მოქმედებები უკრაინას ყოველდღიურად 6.5 მილიონი დოლარი უჯდებოდა“ უკრაინაში ხელისუფლების ცვლის შემდეგ სიტუაცია უარესისაკენ შეიცვალა, რასაც პარალელურად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. ქვეყანა ფაქტობრივად გაკოტრების წინაშე დგას.