უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი კომიდან გამოვიდა

გვც4

ამერიკელი მომღერლის, აწ გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ბობი კრისტინ ბრაუნი, კომიდან გამოვიდა. ინფორმაციას  ინტერნეტ პორტალი TMZ ავრცელებს. როგორც ინტერნეტ პორტალს კრისტინ ბრაუნის მამამ, სამუსიკო შემსრულებელმა  ბობი ბრაუნმა, ტეხასში გამართული კონცერტის შედგეგ განუცხადა. ,,კრისტიმ გამოიღვიძა, ის დაგვიბრუნდა. მე თვალწინ მიდგას მისი სახე, თვალს მადევნებს და უხმოდ მესაუბრება მე ყველაფერი მესმის“ – აცხადებს ბატონი ბრაუნი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ბობი კრისტი, მისმა მეუღლემ ნიკ გორდონმა, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, აბაზანაში უგონო დმგომარეობაში იპოვა. პოლიცია მომხდართან დაკავშირებით, სუიციდის მცდელობის, უბედური შემთხვევის  და მკვლელობის მოტივით თავდასხმის ვერსიებს განიხილავს. რომელთა გერშემოსაც სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს. რაც შეეხება უიტნი ჰიუსტონს, ის 2012 წლის 12 თებერვალს, ბევერლი-ჰილზზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.