ტაბატაძეების 5-შვილიანი ოჯახი დახმარებას საჭიროებს!

დათო მოსიაშვილი – მარტოხელა მამა, ორ ბავშვს დამოუკიდებლად რომ ზრდის, ჩვენს მკითხველს  „ქრონიკა+“-დან ახსოვს. დათო მხოლოდ იმით არ იღლება, რომ თავის შვილებზე ზრუნავს, ახლა მას სხვისი შვილებიც ადარდებს. საახალწლოდ დათომ, დემემ და მარიამმა ლაგოდეხში მცხოვრები ერთი მძიმე სოციალოური პირობების მქონე ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს.

***

ინგა და თეიმურაზ ტაბატაძეებს  5 შვილი  ჰყავთ, ოჯახი ლაგოდეხში, სოფელ თელაში ცხოვრობს.  მამას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, გადაადგილება უჭირს.

საღამოს  შეშის ღუმელთან დედა ბავშვებს ზღაპარს უყვება. შვილები: 2  წლის ტყუპი ნინი და ნიკა, ოთხი წლის გიგი, 7 წლის ნათია  გულდასმით უსმენენ  მშობელს, 9 წლის გიორგის კი…  სმენის პრობლემა აქვს – ფსიქომოტორული ჩამორჩენა.  ბავშვი მკურნალობას საჭიროებს,  უკვე სმენის აპარატი სჭირდება.

ამ ოჯახში შიმშილი ჩვეულებრივი ამბავია…

პატარები  გაუსაძლისს პირობებში ცხოვრობენ, არ აქვთ საცხოვრებელი, სითბო – ზამთარში.

ოჯახს არ გააჩნია საწოლი, სკამი, მაგიდა და არანაირი პირველადი საჭიროების ნივთი.

სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას კი იღებენ, მერიის სოციალური პროგრამებითაც სარგებლობენ, მაგრამ ბავშვებს, უბრალოდ, შიათ… ენატრებათ ტკბილიც და თბილი კერძიც! ენატრებათ სათამაშოც და თბილი ტანსაცმელიც… ენატრებათ სახლი.

არ ენატრებათ პლანშეტი, კომპიუტერი… რადგან არც იციან, ეს  რა არის.

ვისაც ბავშვების ბედი ადარდებს, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:  555 002505 – დათო მოსიაშვილი;

ან დაურეკოთ ოჯახს  (თუ ჩართული ექნებათ, რადგან ტელეფონიც, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ): 599 310-552.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ბანკის“ ანგარიშის ნომერზე    GE64BG0000000498375861მიმღები: დავით მოსიაშვილი.

მაკა მოსიაშვილი