სექტემბრის ხვიჩა
სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერს ჯილდო გადაეცემა 26 ოქტომბერს „ლეჩესთან“ მატჩამდე „სტადიო დიეგო მარადონაზე“.
გულშემატკივრების გამოკითხვაში კვარამ ბრემერს („იუვენტუსი“), კასტროს („ბოლონია“), კუტრონეს („კომო“), დიმარკოსა („ინტერი“) და პულიშიჩს („მილანი“) აჯობა.
კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.