სერგეი შოიგუ: „ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთის საზღვართან უცხო ძალის უპირატესობას“

seee

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საზღვრებთან პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის გამო, მიმდინარე წლის მანძილზე ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებით, რუსეთის საჯარისო ფორმირებების ელიტური ნაწილები განთავსდებიან. ,,ამ მიზნით, ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა წერტილში, საჯარისო ფორმირებების სტრატეგიული დანიშნულების, სწრაფი რეაგირების ნაწილები, ქვეყნის საზღვრებს დაიცავენ. რუსეთის ფედერაციის საზღვრები, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, ულტრათანამედროვე ბაზებით აღიჭურვება და აღნიშნულ ბაზებზე განთავსდება რუსული სამხედრო მრეწველობის უახლესი წარმოების ტექნიკა. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენს საზღვრებთან უცხო ძალის უპირატესობას“ – აცხადებს შოიგუ. ინფორმაციას აააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.