სახურავში მოქცეული გელათის ტაძრის უნიკალური ორნამენტები
გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ,,ქრონიკა +” დაინტერესდა რა ფაზაშია ამ დროისთვის სამუშაოები. აღმოჩნდა რომ ახალი სახურავი, ძველს დაადგეს, რის შედეგადაც აიწია მისმა სიმაღლემ და რიგი უნიკალური ორნამენტები, სახურავის ქვეშ მოექცა. ამავდროულად, ძველ სახურავზე დაშენებული ახალი მეტალის სახურავი, ცვლის ტაძრის იერსახესაც. გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.