საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები სარკოზის პარტიამ მოიგო

aqvs345

საფრანგეთში კონსერვატორების კოალიციამ, რომელსაც სათავეში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტია ,,სახალხო მოძრაობის კავშირი“ უდგას, ადგილობრივ არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. იუწყება სააგენტო ,,Agence France-Presse“. საერთო ჯამში, კონსერვატორებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის 101 ერთეული დეპარტამენტიდან, 66 ერთეულზე უმრავლესობის მოპოვება შეძლეს, მაშინ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, მხოლოდ 34 დეპარტამენტზე მოახერხეს კონტროლის შენარჩუნება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თვით კორეზის დეპარტამენტში, რომელიც ფრანსუა ოლანდის დასაყრდენ სუბიექტად ითვლებოდა, გამარჯვება სარკოზის პარტიამ მოიპოვა. რაც შეეხება ,,ნაციონალურ ფრონტს“ მარი ლე პენის მეთაურობით, ისინი ქვეყნის მესამე პოლიტიკური ძალის სტატუსს მყარად ინარჩუნებენ და ქვეყნის მასშტაბის არსებულ ყველა დეპარტამენტში, საკუთარი ფრაქციის შემადგენლობა საგრძნობლად გაზარდეს.