საბერძნეთში საბანკო „არდადეგები“ ორი დღით გაგრძელდება
საბერძნეთის ხელისუფლებამ, ბანკებს ,,არდადეგები” ორი დღით გაუგრძელა. ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მიმდინარე წლის 13 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი და საბერძნეთი, ქვეყნისთვის მორიგი დახმარების გამოყოფის თაობზე ნაწილობრივ შეთანხმდნენ. საბერძნეთი ევროზონისაგან 86 მილიად ევროს მიიღებს, რომელიც ერთ-ერთი პირობის თანახმად, რეფორმებს და მკაცრი ეკონომიის რეჟიმის წარმართვას მოხმარდება. საბერძნეთი ვალდებულებას იღებს, გადახედოს საპენსიო პოლიტიკას და სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების პრივატიზება მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ,მოსახლეობამ უარი, რამოდენიმე დღის წინ გამართულ რეფერენდუმზე 61%-იანი მაჩვენებლით უპასუხა. ციპრასის ხელისუფლებამ ქვეყანაში ბანკების მუშაოაბა 28 ივნისს შეაჩერა. ქვეყანაში კაპიტალ ბრუნვაზე კონტროლი დაწესდა, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის გარეთ ვალუტის გადინების შეჩერება იყო. მოსახლეობას ყოველ დღიურად საბანკო ანგარიშებიდან 60 ევროს მოხნის უფლება მიეცა.