სააკაშვილი კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს!
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმატორული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს ჩაიბარებს: „ჩვენ ვქმნით რეფორმების სამეთვალყურეო საბჭოს. ეს იქნება პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საქმეში. უკრაინაში უამრავი გაჩერებული საწარმოა, რომელთა სწორი გადაიარაღება ქვეყნის ბიუჯეტს სასიკეთოდ წაადგება“ – აცხადებს მინისტრი. თავად სააკშვილი შეთავაზებულ თანადებობას დასთანხმდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორუფციასთან შეუპოვარი ბრძოლის აუცილებლობას: „ეს აუცილებელია, როდესაც მინისტრი ქრთამს არ იღებს, შეიძლება ერთი ნაბიჯი გადადგმულად ჩავთვალოთ. უკვე რამდენიმე ათეული წელია უკრაინას ძარცვავენ და, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაცაა შენარჩუნებული” – აღნიშნა სააკაშვილმა. ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს.