როგორ უნდა შევხვდეთ დრაკონს და ვისთვის იქნება 2024 წელი წარმატებული?

გიორგი საკარული

ახალი წლის დადგომამდე ცოტაღა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა გავიგოთ, რას მოგვიტანს დრაკონის წელი?

რა დატვირთვა აქვს 2024 წლის სიმბოლოს? როგორ გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანზე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის მკითხველს ესაუბრება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი:

_ აღმოსავლური კალენდრით პირველ თებერვალს დაიწყება მწვანე დრაკონის, ხის სტიქიის წელიწადი. დრაკონი მოიტანს ძალიან დიდ გარდატეხას სამყაროში. აქ იქნება დიდი ბრძოლა მსოფლიოს პოლიტიკური იდეოლოგიის კუთხით და იქნება ძალიან დიდი ცვლილებები, რომელიც ბევრად განსაზღვრავს კაცობრიობის შემდგომ ისტორიულ განვითარებას. ეს ის წელიწადია, როდესაც პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული ტენდენციები, რითაც ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერებთ დრაკონის კეთილგანწყობას. ჩვენ 31 დეკემბერს ვხვდებით ახალ წელს, ხოლო აღმოსავლური ახალი წელი იწყება 10 თებერვალს და 10 თებერვალს არ ვიცი, ვის გაახსენდება და ვინ ჩაატარებს ამ რიტუალებს, ამიტომ 31 დეკემბერს უნდა დავიბეოთ და ეს რიტუალები ჩავატაროთ, პატივი მივაგოთ მომავალი წლის მასპინძელს ანუ დრაკონს.
_ რა რიტუალებია ეს და საინტერესოა, უკავშირდება თუ არა იგი საახალწლო სუფრას?
_ გამომდინარე იქიდან რომ ჯერ კიდევ გრძელდება კატა-კურდღლის წელიწადი, საახალწლო სუფრაზე აუცილებელია გვქონდეს კატის, კურდღლისა და დრაკონის სიმბოლოები ერთდ, რათა არცერთი არ გაგვინაწყენდეს. რაც შეეხება რიტუალებს, მნიშვნელოვანია, რომ კატას წინ დავუდოთ პატარა რაოდენობით თევზეული, კურდღელს ცოტა ბოსტნეული სიმბოლიკის სახით და დრაკონს _ ხორცი. ამით ჩვენ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხტავათ მათ მიმართ. 2024 წელს იქნება ხის სტიქია, ანუ დრაკონი, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი ფერი იქნება მწვანე, მისაღები იქნება ასევე ის ფერები, რომელიც განეკუთვნება წყალსა და მიწას. მაგალითად, ლურჯი, წითელი, იისფერი, ასევე იქნება მნიშვნელოვანი კრემისფერი, ყვითელი, ყავისფერი და ოქროსფერი ტონალობები, _ აი, ეს ფერები წამოიწევს წინა პლანზე. მწვანე ფერი ყველა კომბინაციაში იქნება აქტუალური. შესაბამისად, რაც უფრო ამ ფერებში ვიქნებით შემოსილები საახალწლო გარემოში, მით უკეთესი, რადგან ამით პატივს მივაგებთ მომავალი წლის ბრძანებელ დრაკონს, თუმცა, რასაკვირველია, ფერები ასევე მისაღებია აქსესუარების სახით, მაგრამ არა როგორც ძირითადი.
_ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება მწვანე ნაძვის ხე?
_ რა თქმა უნდა. მწვანე ნაძვის ხე იქნება ძალიან აქტუალური, მის გევრდით თუ დადგამთ ჩიჩილაკს, საუკეთესოა, კარგია მანდარინის ტოტი, ან ბროწეულის გამოსახულება, რადგან ეს სიმბოლოები იზიდავს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიყვარულს.
_ საკვებზე რას გვეტყვით?
_ საკვებიდან ყველაფერი მისაღებია, შეიძლება ეს იყოს როგორც ეგზოტიკური, ისე ტრადიციული საკვები. თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ღვინო, ისე კონიაკი. დრაკონს არ აქვს მოჩვენებები ამ კუთხით, რაც მეტი იქნება აქტიურობა და მხიარულება, მით უკეთესი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზედმეტი სროლა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სასურველი არ იქნება, რადგან ეს არის ხისტი დრაკონი და ხეს ადვილად ეკიდება ცეცხლი. ჯობს, ძალიან არ გავაბრაზოთ დრაკონი.
_ ვისაუბროთ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე, თუ ვის რა ელოდება დრაკონის წელიწადში?


_ დავიწყოთ ვერძით: მათთვის საკმაოდ საინტერესო წელიწადია უდავოდ. პირველ ნახევარში ვერძს აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობები იმისა, რომ გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომრეობა, იმოქმედოს პრინციპით: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმოქმედოს. შეიძლება, ბონუსები მიიღოს სამსახურიდან ან ძველი საქმეებიდან გარკვეული ფინანსური შესაძლებლობები გამოვლინდეს და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. წლის მეორე ნახევარი ვერძებისთვის განსაკუთრებით კარი იქნება მრავალმხრივი კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის; სამოგზაუროდ ასევე მეტად კარგი პერსპექტივებია გახსნილი და ეს ის პერიოდია, როცა მას შეუძლია ძალიან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება მეზობლებთან, მეგობრებთან, იგრძნობს მათ თანადგომასა და დახმარებას. მთლიანობაში საინტერესო პერიოდი ელოდება, თუმცა ვერძს, ისევე როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, აქვთ ნეგატიური პერიოდიც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. მაგალითად, ვერძს, წლის პირველ ნახევარში ცოტა მეტი ყურადღება ჰმართებს კოლეგების მიმართ, ასევე მეტი დრო უნდა დაუთმოს ჯანმრთელობას, ხოლო წლის მეორე ნახევარში ცოტა მეტი დიპლომატია და ტაქტი უნდა გამოიჩინოს პარტნიორებთან მიმართებით. აქ იგულისხმება როგორც სასიყვარულო პარტნიორი, ასევე საქმიანიც;


კუროს მთავარი ფავორიტია წლის პირველ ნახევარში. მისი მფარველი ანგელოზია სელენა, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი. სწორედ ახლა გადის ის კუროს ზოდიაქოს ნიშანს ივნისის შუა რიცხვებამდე, ამიტომ ყველაზე მაღალი წარმატების შანსები აქვს ამ ნიშანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს და ელოდოს, თუ როდის დაეყრება თავზე წარმატება. აქტიურობა ჰმართებს, ბრძოლის სულისკვეთების გამოვლენა, სადაც საჭიროა, უშიშარიც უნდა იყოს. ეს ყველაფერი მოეთხოვებათ შრომისუნარიანობასთან ერთად, რათა ამ პერიოდის პოზიტიური შანსები მაქსიმალურად გამოიყენონ. კუროებისთვის წლის მეორე ნახევარიც ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ აქ უკვე შეგეძლებათ პირველ ნახევარში დაწყებული საქმეები წარმატებიით დაასრულოთ. შესაძლოა გარკვეული სახის ბონუსებიც მიიღოთ, შესაძლოა ისეთი პროექტები განახორციელოთ, რომელიც საგრძნობად გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომრეობას და ამით დაიბევებთ სტაბილურობას, მაგრამ გარკვეული ნეგატიური საკითხები ითხოვენ ყურადღებას. წლის პირველ ნახევარში თავდაჭერილობა გმართებთ შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან მიმართებით, ხოლო მეორე ნახევარში ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აქედან რაიმე სახის პრობლემამ არ იჩინოს თავი;


ტყუპებისთვის წლის პირველი ნახევარი ითხოვს ენაზე კბილის დაჭერას, საიდუმლოს დაცვას, პრობლემის ფრთხილად მოგვარებას, ხოლო მეორე ნახევრიდან, ივლისდან, თქვენ ხდებით წლის მთავარი ფავორიტი წყლისა, იმიტომ რომ მთავარი ანგელოზი და გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადმოვლენ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ არნახულად მაღალი შანსები გექნებათ წარმატების მისაღწევად. როგორც ლიდერი ან ხელმძღვანელი, გაზრდის თქვენს ავტორიტეტს, ამ პერიოდში შეძლებთ არაერთი იდეა-პროექტის განხორციელებას, რაც წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის, ხოლო სიფრთხილე გმართებთ პირველ ნახევარში ახლობლებთან, ნათესავებთან, ხოლო მეორე ნახევარში შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. გმართებთ ცოტა მეტი ტაქტისა და თავდაჭერილობის გამოვლენა, რადგან ამ წელიწადს მისცეთ საკმაოდ კარგი ელფერი;


კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, პირველი ნახევარი ძალიან კარგია ყველა სახის ცვლილებებისთვის, ეს სეეხება ახალ იდეას, ახალ პროექტს, ახალ სამსახურს, ახალ მეგობრულ წრეს. რაც მეტი კონტაქტი გექნებათ ინტერნეტთან, შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდნენ თქვენთვის. პირველი ნახევარი იქნება განახლებისა და წარმატების მომტანი თქვენთვის. მეორე ნახევარი ძალიან კარგი იქნება სამოგზაოუროდ, უცხოელებთან კონტაქტისთვის, გაიზრდება ეზოთერულ-კოსმოსური საკითხებისადმი თქვენი ინტერესი. რაც შეეხება წყალქვეშა დინებას, წლის პირველ ნახევარში ცოტა მეტი ტაქტი, თავდაჭერა გმართებთ მეზობლებთან, დებთან, ძმებთან ურთიერთობებში და ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციების გადამოწმება; არასწორი ინფორმაციების ტენდენცია მოიმატებს, ხოლო წლის მეორე ნახევარში ასევე თავდაჭერილობა და ტაქტი გმართებთ ნათესავებთან მიმართებით. აქ შეიძლება ცოტა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი;


ლომებისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგი იქნება კარიერული განვითარების კუთხით: თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი საორგანიზაციო ნიჭი გამოავლინოთ, კარგი ურთიერთობები დაამყაროთ ხელმძღვანელ პირებთან და სერიოზულად წაიწიოთ წინ პროფესიონალური განვითარების კუთხით. გმართებთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა და მიზნების განვითარება; წლის მეორე ნახევარი კი სიახლეების დროა. აქ შეგიძილიათ ახალი იდეების ჩამოყალიბება, მათი რეალიზაცია, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა, მეგობრების თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალ ცოდნას შემოუშვებთ, ნტერნეტთან გექნებათ აქტიური ურთიერთობა, რადგან აქედან შემოვა ახალი პერსპექტივები წარმატების სახით… თუმცა წლის პირველ ნახევარში უნდა მოერიდოთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს, ცოტა ყაირანათიანად ხარჯეთ ფული, რადგან ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ; წლის მეორე ნახევარში გადაამოწმეთ ნებისმიერი ამბავი, რადგან ცრუ ინფორმაციების ტენდენცია მოიმატებს;


ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგი წელიწადია. პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგია უცხოელებთან აქტიური კონტაქტის კუთხით: უცხოეთში სტაჟირება, სწავლა. როგორც ლიდერმა, შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თავი, ხოლო წლის მეორე ნახევარი ხელს შეუწყობს ახალი თანამდებობის დაკავებას, უნდა გამოიმუშავოთ დისციპლინა, შრომისუნარიანობა და ა. შ. პირველ ნახევარში ცოტა ჯანმრთელობას უნდა დაუთმოთ ყურადღება, ნუ იქნებით ხისტი და ჯიუტი კოლეგებთან, ხოლო მეორე ნახევარში ფრთხილად იყავით ყველა სახის კაპიტალდაბანდებებთან და ყაირათიანად ხარჯეთ ფული;


სასწორებს წლის პირველ ნახევარში სიფრთხილე მართებთ საეჭვო კონტაქტების მიმართ. თუ გაქვთ საერთო ფინანსური ინტერესები მეგობრებთან ან სხვა საქმიან პარტნიორებთან ერთდ, აკონტროლეთ ეს ხარჯი, რადგან რამე სახის პრობლემებმა არ იჩინონ თავი და ენას კბილი დააჭირეთ. საკუთარი იდეების შესახებ წინასწარ ზედმეტს ნუ იტყვით. წლის მეორე ნახევარი გაცილებით წარმატებულია, აქ შანსები იზრდება, ხელს უწყობს უცხოლ პარტნიორებზე გასვლას, თანამშრომლობას, მატულობს შრომისუნარიანობა, ენთუზიაზმი და ა. შ. მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორულ დამოკიდებულებებს, რადგან არ დაიძაბოს ურთიერთობა როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე საქმიან პარტნიორთან;


მორიელებისთვის საინტერესო პერიოდია. პირველი ნახევარი ხელს უწყობს სასიყვარული ურთიერთობის სტაბილიზაციას. სტაბილურობა იქნება ბიზნესთან მიმართებითაც. მეორე ნახევარში აცუილებლად გჭირდებათ ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს შენახვა, რაც, პრინციპში, თქვენ არ გიჭირთ და ეს უკვე ხელს უწყობს მატერიალურ გაძლიერებას. პირველ ნახევარში ცოტა მეტი თავდაჭერილობა გმართებთ მეგობრებთან და მათი მოქმედებების მიმართ, ინტერნეტში მოძიებული ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, რადგან აქაც მატულობს „ფეიკების“ რაოდენობა. წლის მეორე ნახევარში ცოტა ყურადღებით იყავით მოგზაურობის კუთხით, მათ შორის უცხოეთში, რადგან აქაც რაიმე სახის პრობლემებმა არ იჩინონ თავი.


მშვილდოსნებისთვის 2024 წელი საინტერესოა იმ კუთხით, რომ მათ მიეცემათ საშუალება, გააუმჯობესონ ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან, ასევე გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომრეობა და ამ მხრივაც გააძლიერონ საკუთარი მონაცემები. წლის მეორე ნახევარი საკამოდ კარგია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ბიზნესაქმიანობის კუთხით, სასიყვარულო ურთიერთობის მხრივ. ნეგატიური ტენედეციებიდან თუ გავითვალისწინებთ, პირველ ნახევარში გმართებთ მეტი თავდაჭერილობა, ტაქტიკა და დიპლომატია ხელმძღვანელ პირებთან. მთლიანობაში ჰარმონიული წელი გექნებათ;


თხის რქებისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ხოლო შევილებთან ურთიერთობის კუთხით შეიძლება სრული ჰარმონია ჩამოყალიბდეს. ლატარიებში, კონკურსებში მონაწილეობისა და გამარჯვების ტენდენცია საკამოდ მაღალი გაქვთ. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს პოტენციალს და ავტორიტეტს აიმაღლებთ, ხოლო მეორე ნახევარში, თუ რამე პრობლემები გქონდათ ჯამრთელობის კუთხით, გამოსწორდება. იმუნიტეტი გამაგრდება და კარგი ურთიერთობა გექნებათ როგორც ხელმძღვანელებთან, ისე კოლეგებთან, რაც ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას;


მერწყულებისთვის წლის პირველი ნახევარი კარგია საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაწყვეტად, მემკვიდრეობის მისაღებად, პრობლემების გადასაჭრელად. თუ სამშობლოში იქნებით, მით უკეთესი, რადგან წარმატება სწორედ აქ გელით, აქ ძლიერდება ინტუიცია და სწორ ნაბიჯებს დგამთ. წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად კარგი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას, კონკურსებში, ლატარიებში წარმატების მიღწევას და როგორც ხელმძღვანელმა პირმა შესაძლოა, უფრო გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი, რაც ხელს შეუწყობს იდეების რეალზიაციასა და პროფესიონალურ ცვლილებებს, მაგრამ წლის პირველ ნახევარში საიდუმლოდ დაიცავით და ნუ იხმაურებთ თქვენი გეგმების შესახებ, ცოტა ყურადღებით იყავით საეჭვო პარტნიორების მიმართ, რომლებიც შეიძლება ამ პერიოდში შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში და შემდეგ პრობლემები შეგიქმნან, ხოლო წლის მეორე ნახევარში, ცოტა მეტი სიფრთხილე იქნება საჭირო უცხოელებთან. თავი უნდა შეიკავოთ უცხოეთში მოგზაურობის კუთხით.


თევზები საკმაოდ კარგად იგრძნობენ თავს 2024 წელს. განსაკუთრებით კარგი იქნება წლის პირველი ნახევარი მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და სწავლის კუთხით. შეიძლება საინტერესო იდეები მიიღოთ, ახალი პროექტები ჩამოაყალიბოთ, მოგზაურობის კუთხითაც საკმაოდ ნაყოფიერია. წლის მეორე ნახევარი ურთიერთობების სტაბილიზაციას ხელს უწობს, სამშობლოში წარმატების ფაქტორი მატულობს. შეიძლება, ადვილად გადაწყდეს საყოფაცხოვრებო პრობლემები, ხოლო ნეგატიურ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, წლის პირველ ნახევარში გმართებთ ცოტა მეტი ტაქტი და დიპლომატიურობა თქვენს ბიზნესპარტნიორებთან, ხოლო წლის მეორე ნახევარში ცოტა ილაპარაკეთ, რათა არ გათქვათ სამომავლო გეგმები.

რომ შავაჯამოთ, წლის მთავარი ფავორიტები წლის დასაწყისში არიან კურო, მეორე ნახევარში _ ტყუპები; წლის პირველი ნახევარი თხის რქებისთვის, ნაწილობრივ კირჩხიბისთვის, თევზებისთვის და ქალწულისთვის კარგი იქნება, ხოლო წლის მეორე ნახევარში წარმატება მოიმატებს ისეთი ნიშნებისთვის, როგორებიცაა: სასწორი და მერწყული. ეს მთავრი ფავორიტი ნიშნებია და დანარჩენებისთვის მთლიანი წელი, ზოგადად, იქნება კარგი.