რა ღირს ქართველი სელებრითების ფასიანი ვიდეომილოცვები?!

შეუკვეთეთ ვიდეომიმართვა ნებისმიერი საბაბით: დაბადების დღის ან ქორწილის მილოცვა, უბრალოდ დაუსვით კითხვა ან მიიღეთ რჩევა ცნობილი ადამიანისგან, ასეთი მიმართვა გაავრცელა დღეს სოციალურ ქსელში საიტმა celeb.ge-მ.

აღნიშნულ განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ირონიულიც.

ბუნებრივია, საკითხით დავინტერესდით და „ქრონიკა+“-მა რამდენიმე კითხვით მიმართა შპს „ემსი ჰოსთის“ დირექტორ მიხეილ მაისურაძეს:

_ მიხეილ, რა ღირს თქვენთან ცნობილი სელებრითის საახალწლო მილოცვა?

_ 99 ლარი.

_ ეს თანხა ნაწილდება ცნობილ ადამიანზე თუ კომპანიას რჩება?

_ ეს კომერციული საიდუმლოებაა და ამის თაობაზე არ ვსაუბრობთ.

_ ეს ყველაფერი პანდემიის პერიოდს უკავშირდება თუ?..

_ რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებთ. ბევრი ანალოგიური საიტია მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში ჩვენ გავაკეთეთ.

_ ცნობილი ადამიანებისგან თანხმობა გაქვთ?

_ რა თქმა უნდა.

            გიორგი საკარული