რამზან კადიროვი: „პუტინს შეუძლია რუსეთი ბეწვის ხიდზე დაუბრკოლებლად გაატაროს“

ramazan-kadirov

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, საკუთარი ,,ინსტაგრამის“ გვერდზე ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მხარს უჭრეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებებს, გროზნოში მომხდარი ტერორისტული აქტის გარშემო და მაზადაა მის მიერ დასახული ამოცანის სრულად შესასრულებლად. ,,ჩვენ მისი ფეხოსნები ვართ. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსეთს დიდი ადამიანი მართავს და მზად ვართ ყველა ბრძანება, რომელიც რათქმაუნდა სახელმწიფოს ინტერესებზეა დაფუძნებული პირნათლად შევასრულოთ. პუტინს შეუძლია რუსეთი ბეწვის ხიდზე დაუბრკოლებლად გაატაროს. ტერორიზმი 21-ე საუკუნის სენია, რომელიც დროულ ,,მკურნალობას“ საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ ცივილიზაციებს განადგურებით ემუქრება“ – აცხადებს კადიროვი. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა კადიროვის გადაწყვეტილებას, ტერორისტების ოჯახის წევრების ქვეყნიდან გასახლების თაობაზე, ემოციური უწოდა და ჩეჩნეთის პრეზიდენტს სიტუაციის ზუსტი შეფასებისაკენ მოუწოდა. ,,მე აბსოლუტურად მესმის მისი, მან ხომ 14 ერთგული მებრძოლი დაკარგა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. დაველოდოთ,  რამზანი დაკვირვებული კაცია და ის შეცდომას არ დაუშვებს“ – განაცხადა პუტინმა.