რამზან კადიროვი: „კავკასიაში ვილაიეთის შექმნის განცხადება ტყუილია“

რამზან

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, ტერორისტული ორგანიზაცის ,,ისლამისტური სახელმწიფოს” პრესსამსახურის მდივნის აბუ მუჰამედ ალ-ადანის განცხადებას ,ჩრდილოეთ კავკასიაში ,,ხალიფატის ვილაიეთის” შემქნის თაობაზე ბლეფი უწოდა. იუწყება სააგენტო РИА Новости. ,,ეს ტყუილიც არაა, ეს ფანტაზიის ნაყოფია. ტყეში გაფანტული თითზე ჩამოსათვლელ ბანდიტთა ჯგუფს, ვერ ვუწოდებ ტერორისტების მრავალათასიან არმიას. მაგ არამზადებს უბრალოდ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ფეხის მოსაკიდებლად არანაირი შანსი არააქვთ. ,,ისლამისტურ სახელმწფოს” კორუფცია ჭამს და ორგანიზაცია შიგნიდან იშლება. ჩვენი ძალოვნები ჩრდილო კავკასიაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და რესპუბლიკის მოსახლეობაც მშვიდობიან ცხოვრებას მხარს უჭერს. ბანდიტებისა და შაიტაბენის წინააღდეგ ბრძოლაში დაუბდობლები ვიქნებით. ეს კავკასია და ნათლად სჩანს, რომ კავკასიის ბატონ პატრონი მხოლოდ ადგილობრივი ხალხია.