რამზან კადიროვი: „ისა მუნაევი უკრაინის უშიშროების სამსახურმა (СБУ) ამერიკელების ბრძანებით მოკლეს“

goc1

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, დონბასში მოკლული ,,იჩქერიის“ გენერლის ისა მუნაევის სიკვდილის საკუთარი ვერსია გააჟღერა. ,,ისა მუნაევი უკრაინის უშიშროების სამსახურმა (СБУ), ამერიკელი ,,კოლეგების ,, (ЦРУ) ბრძანებით ,,გააგორა“. მის სიკვდილში მონაწილეობა ადამ ოსმაევს (პუტინზე თავდასხმის ორგანიზატორი) და მის ქვრივს ამინა ოკუევას აქვთ მიღებული. მუნაევი არასოდეს არ ყოფილა მეომარი, მითუმეტეს არც კაცი. აბა წარმოიდგინეთ, თუ შეიძლება ნამდვილმა ჩეჩენმა მეომარმა ბრძოლის ველზე, საკუთარი მეთაური მიატოვოს? მან კი ეს შეძლო და გროზნოდან გაიქცა. წესით დუდაევის გვერდით უნდა ყოფილიყო სიცოცხლის უკანასკნელ მომანტამდე. ის იმ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მოიცილეს, რომლებთანაც აქტიურად მუშაობდა. ამერიკის საიდუმლო სამსახური მიხვდა, რომ მუნაევის სიცოცხლე გაუფასურებული გრივნის უკანასკნელი გროშიც არ ღირდა და მოიცილეს.მინდა ვუთრა უკრაინის მხარეზე მებრძოლ ჩეჩნებს,ეს თქვენი ომი არაა და დაბრუნდით სახლში.ეს იმას ნიშნავს,რომ იცოცხლებთ“აღნიშნული გაცხადება კადიროვმ საკუთარი Instagram-ის გვერდზე გააკეთა.ისა მუნაევი ცნობილია, როგორც საველე მეთაური, რომელიც ჩეჩნეთის ორივე ომში ბრძოლობდა. უკანასკნელი ომის მსვლელობის დროს მუნაევი გროზნოს თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, გროზნოში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, მუნაევს სიცოცხლის ლიკვიდაციით ღიად დაემუქრა, მან პირობა დადო, რომ დონეცკში მის მოსაკლავად მოხალისეთა ჯგუფს გაგზავნიდა. გასული წლის ოქტომბერში დონბასში ჩასულმა მუნაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ,,კრემლის რუსეთის აგრესიისაგან უკრაინის ინტერესების დასაცავად ჩავიდა“ მოკლული გენერალი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს პირად მტრად ხშირად მოიხსენიებდა. იჩქერიის არაღიარებული სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა და 2000 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა.