პრემიერი ნაგვის ნარჩენებს ებრძვის!
„ერთი მხრივ, გარემოზე ზრუნვა და მეორე მხრივ მისი გაფრთხილება უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. მე დავალება მივეცი გუბერნატორებს, რომ მაქსიმალური მობილიზება გაუკეთონ დასუფთავების აქციას. ასევე ეთხოვა თვითმმართველ ერთეულებს, რომ ჩაერთონ დასუფთავების აქციაში. საქართველო უნდა გაიწმინდოს ნაგვის ნარჩენებისგან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარლამენტში უკვე შევიდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ჩვენ გავამკაცრებთ კანონებს და გავზრდით ადმინისტრაციულ ჯარიმებს. საქართველოში ნაგვის დაყრა უნდა გახდეს სამარცხვინო,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს რუსთავში, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც ფარგლებში 200 ძირი პავლონიას ჯიშის ხის ნერგი დაირგო. ღონისძიებაში, პრემიერ–მინისტრთან ერთად, რუსთავის მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.