პან გი მუნი პაკისტანს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის აღდგენას სთხოვს

4

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ცდილობს დაარწმუნოს პაკისტანის ხელისუფლება, სიკვდილის დასჯაზე მორატორიუმი აღადგინოს. როგორც სააგენტო Agence France-Presse იუწყება, გუშინ გაეროს გენ მდივანმა პაკისტანის პრემიერმინისტრთან ნავაზ შარიფთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ,,ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, პეშევარაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 150 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ტერორიზმი მსოფლიო მშვიდობის საფრთხეს წარმოადგენს. მინდა გთხოვოთ, რომ ქვეყანაში არსებული ტრაგიკული სიტუაციის მიუხედავად, სასიკვდილო განაჩენზე გამოცხადებული მორატორიუმი აღადგინოთ“ თავის მხრივს ნავაზ შარიფმა, პან გი მუნი დაამშვიდა და განაცხადა ,,ჩვენ მსოფლიოში დადგენილ ნორმებს არ გადავაბიჯებთ და შევეცდებით ადამიანთა უფლებები მკაცრად დავიცვათ“ პეშევარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, პაკისტანის ხელისუფლებამ 2008 წლის შემდეგ, სიკვდლით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა და დღემდე გამოტანილი ყველა განაჩენის გადახედვის ბრძანება გასცა.