ოდესის პროფკავშირების შენობაში უკრაინის საზღვაო ფლოტის შტაბბინა განთავსდება

გი5

ოდესის გუბერნატორის იგორ პალიცას განცხადებით, ქალაქის პროფკავშირების შენობას, სადაც 2014 წლის 2 მაისს ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის შედეგად, 48 პრორუსი აქტივისტი ტრაგიკულკად დაიღუპა, შესაძლოა დანიშნულება შეეცვალოს და შენობა უკრაინის სამხედრო საზღვაო ფლოტს გადაეცეს. აღნიშნული ინიციატივა, ოდესის დუმის, ონლაინ გამოცემის («Думская») გვერდზე განთავსდა. პალიცას განცხადებით, ოდესის პროფკავშირები მზადაა, შენობა ქალაქის ადმინისტრაციას სხვა შენობაში გაუცვალოს. ,,ეს ადგილი, სამწუხაროდ ყოველთვის დარჩება ადგილად ,სადაც ადამიანები დაიღუპნენ, ამიტომ ვალდებულნი ვართ წარმოდგენილ ინიციატივას სათუთად მივუდგეთ. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ადგილობრივ პროფკავშირებთან და შესაძლოა შენობა სხვა რომნელიმე შენობაში გავცვალოთ. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიას, მასში სავარაუდოდ ქვეყნის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენლობა განთავსდება, თუმნცა სხვა ვარიანტსაც განვიხილავთ. მე არ მსურს, რომ ტრაგედიის ადგილზე კაფეები და რესტორნები განთავსდეს” – აცხადებს გუბერნატორი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანთა უფლებების დამცველი კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე დოლგოვის განცხადებით, რომელიც მან საკუთარი ,,Twitter“ -ის გვერდზე გაავრცელა, ოდესის პროფკავშირების შენობაში დატრიალებულ ტრაგედიაში მონაწილე, არცერთი პირი არ დასჯილა.