ობამას პუტინთან სატელეფონო საუბარი სურს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესპიკერის დიმიტირი პესკოვის განცხადებით, კრემლი, ობამა პუტინის სატელეფონო საუბარს არ გამორიცხავს. როგორც სააგენტო РИА «Новости»-სთან საუბრის დროს პესკოვმა განმარტა – ,,მხარეები ურთიერთ დიალოგის ფორმატის დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. აუცილებლობის შემთხვევაში სატალეფონო საუბარი შედგება. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ჯერჯერობით ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის თემა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, მოვლენების მოულოდნელ შემობრუნებას. მოსკოვი მზადაა ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაში, ნებისმიერ გარემოში და ნებისმიერ თემაზე ისაუბროს, თუნდაც ეს ამერიკის პრეზიდენტი გახლდეს“ – აღნიშნა პესკოვმა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო სატალეფონო საუბრის ინიციატორი ამერიკული მხარეა.