ობამამ არმიის ქვედანაყოფის მეთაურად გეი წარადგინა

l.php

როგორც The Washington Post-ი იუწყება, ბარაკ ობამამ ამერიკული არმიის ერთ ერთი დანაყოფის მეთაურად, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, (გეი) ერიკ ფანინგი წარადგინა. ფანინგი 20 წლის მანძილზე ნაციონალური უსაფრთხოების სპეციალისტია და აქტიურად მუშაობდა რეაქტიულ ძრავიანი ბომბდამშენების გადამზიდ, გემთმშენებელი პროექტის რეალიზებაზე. როგორც ცნობილი გახდა, ობამამ ფანინგი იმ ქვედანაყოფის მეთაურად წარადგინა, რომლის დაფინანსების შეკვეცასაც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, აქტიურად ითხოვდა ქვეყნის თავდაცვის უწყება. ფენინგის ნომინაცია, პენტაგონის არსებობის მანძილზე, ერთ ერთი დიდი გამოწვევაა, რადგან სულ ოთხიოდე წლის წინ უწყება ამერიკულ ჯარში გეების სამსახურის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.