ნომებრის ბოლოს რუსული ატომური ნავი „ალექსანრდე ნეველი“ რაკეტა „Булава“-ს გაუშვებს
რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში მყოფი წყალქვეშა ატომული ნავი ,,ალექსანდრე ნეველი” მიმდინარე წლის ნომებრის ბოლოს ბირთვულ რაკეტა «Булава»-ს გაუშვებს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო ,,ТАСС”-ი ავრცელებს. ,, მიმდინარე წლის ნომებრის ბოლოს, ატომური წყალქვეშა ნავი ,,ალექსანდრე ნეველი” რომელიც ბარენცის ზღვის აკვადორიაში მორიგეობს, კამჩატკაზე მდებარე კურას პოლიგონის მიმართულებით რაკეტა ,,Булава”-ს გაუშვებს. გამშვები ფანჯარა დაახლოებით 28-30 ნოემბრისთვის გაიღება. ისევე,როგორც ადრე, წყალქვეშა ატომური ნავი რაკეტის გაშვებას წყლის სიღრმიდან განახორციელებს” – აცხადებს ინფორმაციის წყარო. მისი თქმით აღნიშნული მანევრი წლიური სასწავლო პროექტის ბოლო ფაზა იქნება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა ,,ვლადიმერ მონომახმა” თეთრი ზღვის აკვადორიიდან, კამჩატკის ,,კურას” პოლიგონის მიმართულებით წარმატებით განახორციელა «Булава»-ს ტიპის რაკეტის გაშვება.